ს.კ. ცხინვალის "ლიახვმა" ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ცხინვალის "ლიახვმა" გაასაჩივრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კლუბმა ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო.

არადა, პირველ ლიგაში მოასპარეზე ამ გუნდმა, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა გაინაღდა, თუმცა ეროვნული ლიცენზიის გარეშე იქ თამაშის უფლება არ აქვს. კლუბმა აღმოფხვრა არსებული ხარვეზები და შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 10 მაისს შეიტანა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" იმედოვნებს, რომ სფფ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, ცხინვალის "ლიახვი" 2014 წელს დაარსდა. ასპარეზობა
მეორე ლიგაში დაწყო, საიდანაც პირველ ლიგაში დაწინაურდა, ამჯერად კი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხინვალის "ლიახვი" ქართველი და ოსი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამ დროისთვის კლუბში 15 ოსი ფეხბურთელი ირიცხება. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი და ოსი ხალხის დამეგობრებას.

ს.კ. ცხინვალის "ლიახვის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფედერაცია დიდ შეცდომას დაუშვებს ამ გუნდს და ვიტჯორჯიას თუ არ მისცემს ლიცენზიას. ამ გუნდის სიაფანდ თანამშრომლებზე რა გითხრად არ ვიცი, მაგრამ თავად ფედერაციაში რამდენი სიაფანდ შტატია თან ლამაზი ქალებისთვის შექმნილი კი ვიცით ;)
Giorgi
11:58 12-05-2016
0
ფედერაციამ ჭკუას მოუხმოს და ქართული საქმე აკეთოს
vaxvax
11:37 12-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული