საჩივარი გადაწყვეტილებაზე აპელაციის ორგანოში ოთხმა კლუბმა შეიტანა: ქუთაისის "ტორპედომ" (უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით), მარტვილის "მერანმა" (სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით), თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" და ცხინვალის "ლიახვმა" (ორივე კლუბმა ეროვნულ ლიცენზიასთან დაკავშირებით).
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო განიხილავს საჩივრებს და აპელანტ კლუბებს გადაწყვეტილებებს შეატყობინებს 17 მაისამდე.
სფფ-ის პრესსამსახური