უმაღლესი ლიგა. XXIX ტური: ქუთაისის "ტორპედოს" ზედიზედ მე-4 გამარჯვება

AutoSharing Option
13 მაისს უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა - თბილისის "ლოკომოტივმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ქუთაისელებმა ბექა ტუღუშის გოლის წყალობით მოიგეს.

მეორე ტაიმში გიორგი კუხიანიძემ პენალტით ორი ბურთით დააწინაურა "ტორპედო". "ლოკომოტივმა" ერთი გოლის გაქვითვა შეძლო - პენალტი ამჯერად, სტუმართა კარში, გიორგი ფოფხაძემ გამოიყენა. წაგების შემდეგ "ლოკომოტივი" სახიფათო ზონაში რჩება.

ტურის დანარჩენი 7 შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

ლოკომოტივი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ტუღუში (45), 0:2 კუხიანიძე (56-პენ), 1:2 ფოფხაძე (81-პენ)
მკითხველის კომენტარები / 4 /
შტელინი არ უნდა გაუშვან.ხმები დადის მის გაშვება და გეგუჩაძის თანაშემწის დანიშვნა უნდათო.ვნახოთ.
mamulo
14:53 14-05-2016
0
ყველაფერში ვეთანხმები ფანის კომენტარს!ტორპედო ახალი კოლეკტივია,ერთი წლის ახალგაზრდების მთელი ჯგუფი:საღრიშვილი,ჭიჭინაძე,ბრეგვაძე,ფურცხვანიძე,გოგუაძე,ბურჯანაძე.6 კაცი იმედი ტორპედოსი.კიდე ამ ბიჭების უმრავლესობა ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს.ეს დიდი საქმეა.მომავალში კიდე წინ წავალთ.სწორი პოლიტიკა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი.მეც მადლობა მინდა მოვუხადო ხელმძღვანელობას და მოვუწოდო გუნდის მლანძღავებს,სხვა საქმით დაკავდით.
simarTle
14:31 14-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული