"დინამო არენაზე" დავით ყიფიანის ძეგლი დაიდგმება

AutoSharing Option
"დინამო არენაზე" დავით ყიფიანის ძეგლი დაიდგმება.

ამის შესახებ საკრებულოს ფოიეში მიმდინარე ღონისძიებაზე ჟურნალისტმა გია გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, ძეგლზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მხოლოდ ბრინჯაოში ჩამოსხმის ნაწილია დარჩენილი.

როგორც გორგოძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძეგლი მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, დავით ყიფიანის დაბადების დღეს გაიხსნება.

საკრებულოში 1981 წლის 13 მაისს, დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასების მოპოვების 35 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მიმდინარეობს.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი კაცის ძეგლის დადგმა?
ეს არის სრული უაზრობა.
სპორტი ისეთი რამაა, რომ როცა ვეტერანი ხდები, მის მერე გინდ ცოცხალს და გინდ გარდაცვლილს შეუძლიათ დაგიდგან ძეგლი შენი სპორტული მიღწევებისათვის და არა ადამიანური გადაცდომა- არგადაცდომის კრიტერიუმებით.
ამიტომაც დინამოს სტადიონზე ცალკე გავაკეთდბი ადგილს დინამოს დაარსებიდან 21-ე საუკუნემდის გამოჩენილ ფეხბრუთელთა ძეგლებით(თავისებური მეოცე საუკუნის დინამოს ნაკრები),ასეთი მინიმუმ 11 მოგროვდებოდა ყველა ჟანრის, მეკარეც, დაცვაც,შუახაზიც თავდასხმაც.
რაა გუცაევზე არ შეიძლება ?ან სხვებზე ??

ასე რომ, სანამ დროა გადააკეთეთ ეს პროექტი.
jango
12:50 14-05-2016
0
ბორის პაიჭაძის ძეგლი რო დაიდგას ?
hugoo
01:07 14-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული