სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანომ კლუბების აპელაციებზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანომ ოთხი საფეხბურთო კლუბის აპელაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.

ქუთაისის "ტორპედოს" (უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით) და მარტვილის "მერანს" (სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით) დაუკმაყოფილდათ აპელაცია.

თბილისის "ვიტ ჯორჯიისა" და ცხინვალის "ლიახვის" საჩივარი ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით ლიცენზირების აპელაციის ორგანომ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება.

აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სფფ-ის წესდებით აღიარებულ ტრიბუნალში წერილობითი ფორმით ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, არაუგვიანეს 20 მაისისა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
Irakli apkhaidze
გაისად კი არა ამ წლის გარდამავალ ჩემპიონატში.
ჯერ ერთი ხომ სუფთა უნამუსობაა რაც ახლა ხდება ამ ლიცენზირებაზე, განსაკუთრებით ვიტ-ჯორჯიას მიმართ.
მეორეს მხრივ კი არაა გამორიცხული რომ 1 კლუბი დაუშვან ლიცენზიით და გაკენტებულ ჩემპიონატს ან ზესტაფონი აპელაციით დაუბრუნონ, ან კიდევ რაღაც მოიფიქრონ მეთექვსმეტე გუნდისათვის.
jango
21:35 17-05-2016
0
და თუ იქაც არ დააკმაყოფილეს რა გამოვა გაისად 14 კლუბი ითამაშებს ჩემპიონატს? თუ ზესტაფონი დაემატება?
Irakli apkhaidze
16:54 17-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული