გია ცეცაძე: ჩვენს სტრატეგიას არც ევროპალიგაზე ვუღალატებთ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ცეცაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად "სამტრედიის" მაისურს უსახსოვრებს.

მკითხველი:
- "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, შეტევით სტილს ანიჭებს უპირატესობას და შედეგიც აშკარაა. თქვენ ენდობით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მრავალჯერ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ საზოგადოებისგან პატივისცემას და ყურადღებას. მისასალმებელია, რომ აქცენტს ახალგაზრდებზე ამახვილებთ. რაც შეეხება კითხვას... რა იქნება "სამტრედიის" პროგრამა-მინიმუმი ევროპალიგაზე ასპარეზობის დროს?
- გმადლობთ. თავდაპირველად, ჩემპიონატში ჩვენი მიზანი იყო ხუთეულში მოხვედრა. უეფას ჯგუფში შესვლას
ვფიქრობთ და ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტას ვაპირებთ-მეთქი, როგორ გითხრათ ახლა, მაგრამ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ.

როგორ გუნდურადაც ვთამაშობდით ჩემპიონატის მეორე წრიდან, იმავეს ვიზამთ ევროპის ლიგაზე. წინასწარ რომ გითხრათ, რამდენ ეტაპს გავივლით, რა იქნება პროგრამა-მინიმუმი, არ იქნება სწორი.

ჩვენს სტრატეგიას არ ვუღალატებთ და ვეცდებით, კარგი, სანახაობრივი ფეხბურთის ხარჯზე შედეგს მივაღწიოთ. თუ ვერ მივაღწიეთ და არც ეგაა პრობლემა.

ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ეს კარგია, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებს არ უნდა გადავახტეთ ხოლმე - ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველაფერი მოვა.

ის, რომ მეორე ადგილზე გავედით ჩემპიონატში და უცებ ევროპის ლიგაზე მოითხოვოს გულშემატკივარმა გასვლა, ეს დამღუპველი იქნება და სწორედ ამის ბრალია ქართული ფეხბურთის დღევანდელი სურათიც.

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე სამტრედიაში ბავშვებს ვავარჯიშებ და ხშირად დავდივარ გიასთან და თემურთან რაგაცეების საკითხავად ვარჯიშების ვეკითხებით თაქტიკურად გვასწავლის რა როგორაა სწორი და უნდა ვთქვა რომ ძალიან მაგრები არიან სულ სხვა დონეზე არიან სხვა ქართველ მწვრთნელებთან შედარებით.ერთი სიტყვიტ ესენი სხვაგან არიან და სხვები კიდე სუ სხვაგან რა
0
magari kacìa cecadze warმატeბები
dato
12:11 24-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული