მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, 36 წლის მეკარე გიორგი ლომაია ხანგრძლივი განშორების შემდეგ თბილისის "დინამოში" ბრუნდება. ჩვენი ინფორმაციით, ეს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

მოგეხსენებათ, 2009 წლიდან ლომაია ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ინტერი" და ლომაია ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდნენ. როგორც გავიგეთ, თბილისის "დინამო" ლომაიას მეორე მეკარედ განიხილავს.

მას აქამდე არაერთ კლუბში (თბილისის "დინამო", "მერანი", "ლოკომოტივი", მოსკოვის "სპარტაკი", "ხიმკი", "ლუჩ ენერგია", "კარლ ცაისი", "კარპატი", რუსთავის "ოლიმპი" და ბაქოს "ინტერი") უთამაშია, "დინამოში" კი ბოლოს 1999 წელს ირიცხებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, "დინამო" კიდევ ერთ,
ამჯერად უკვე უცხოელ მეკარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ის ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი დონის გოლკიპერი იქნება.

რაც შეეხება ლომაიას დაბრუნებას, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა სამსახური გაუწია სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს თექვსმეტგზის ჩემპიონს. ლომაიას პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მასაც ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია, თუნდაც შიდა "სამზარეულოში" თავისი გამოცდილებით.

როგორც ჩანს, "დინამოში" მეკარის პოზიციაზე სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ ჩემპიონის ამჟამინდელ კიპერებს - ლიბორ ჰრდლიჩკასა და გიორგი ბეგაშვილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ღადაობაა? რა ლომაია? მეკარედ არა მარა მეკარის მწვრთნელად თუ უნდათ მოიყვანონ
Akaki
27 მაისი 2016 14:04
0
ჩემთვის ლომაია სულ იმ ნაკრებთან ასოცირდება, რომელსაც ყველაზე მეტად მეკარის პრობლემა ჰქონდა..
lado
27 მაისი 2016 13:57
0
დაბალი კლასის ვეტერანების ჩამოყვანა (იაშვილს არ ვგულისხმობ) "დინამოს" ვერ უშველის, და ახალგაზრდებსაც დაამუხრუჭებს.
merabi
27 მაისი 2016 13:48
0
an martla seriozuli puli unda daxarjot rom seriozuli pexburtelebi moiwviot,rasac seriozuli pexburteli aramgonia tan axalgazrdebi datanxmdnen,asakianebs ki jobia rasac im legionerebs gadauxdit estanxa isev chvenbichebs moaxmarot da vigac vitomlegionerebis gamo chvenaxalgazrdebs arsheushalot xeli ganvitsrebashi..radgan didi pexburteli chventan archamova da tuchamova intanxad ert karg sabavshvo skolas gaxnit
666
27 მაისი 2016 13:16
0
ჩიხურაში რომ არის ჰამზიჩი მაგაზი კარგი მეკარე არ მგონია აქ ჩამოვიდეს და მაგის გადმოყვანაზე იჩალიჩონ, ეს ჰრდლიჩკა მართლა სასწაულია...
პაპიკო
27 მაისი 2016 12:55
0
რათ გინდათ უცხოელი,დააბრუნეთ ლორია,ვინ უნდა ნახოთ მაგ ფასად მაგაზე უკეთესი
levan
27 მაისი 2016 12:24
0
უცხოელი მეკარე აქ ნორმალური არავინ ჩამოვა და ამ ახალგაზრდებს რაღას "ატორმუზებთ"?
ზოიძე და გრიშიკაშვილიც დააბრუნეთ!
(მართლა უდიდეს პატივს ვცემ ორივეს)
ისევ მე
27 მაისი 2016 12:14
0
zaza-ს საშინელი მეკარეა გამოსვლებზე ცდება და რატომღაც მგონია რომ, კლასი აკლია ამ მეკარეს) თან არასტაბილური მეკარეა.
ლომაია მეორე მეკარედ? :DD აბა პირველი ვინ იქნება თან კარგი უცხოელი? ვნახოთ ვნახოთ
svani
27 მაისი 2016 11:16
0
ლომა მიდი დაგლიჯე, ვნახოთ ვინ იქნება მეორე, ტყუილად ნუ ჩამოგყავთ ის უცხოელი, ლომასნაირი გამოცდილი მაინც არ იქნება. ბეგაშვილი დაიტოვეთ მაგიც კაი მეკარეა.
გიო
27 მაისი 2016 11:01
0
ვააა ისტორიული დაბრუნება იქნება
gio
27 მაისი 2016 10:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული