ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" და საქართველოს დაემშვიდობა

AutoSharing Option
ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" აღარ გაწვრთნის - ამის შესახებ უკრაინელმა სპეციალისტმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. შტელინის თქმით, სეზონის დასრულების შემდეგ "ტორპედოსთან" განშორების სურვილი მასაც ჰქონდა და კლუბის ხელმძღვანელობასაც.

როგორც ირკვევა, 62 წლის მწვრთნელმა, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, წინადადება ლიეჟის "სტანდარდიდან" მიიღო და ამ კლუბის 21-წლამდელთა გუნდს გაწვრთნის.

"მე აქ აღარ ვიმუშავებ. ეს ჩემი სურვილიც იყო და კლუბის ხელმძღვანელობისაც.

საერთოდ, ნორმალურ ევროპულ კლუბებში ასეთი წესია: მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობენ.
მეც აპრილში ვკითხე კლუბის პრეზიდენტს, თუ რას აპირებდა და დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღე, რომ არ იცოდა, ახალ სეზონს გუნდი როგორ შეხვდებოდა, რომ ფინანსების მხრივ გაურკვეველი სიტუაცია იყო და ასე შემდეგ. ყველაფერს მივხვდი - ამით მიმანიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურდა...

წლების წინ, ქუთაისის "ტორპედოდან" პირველად რომ წავედი, საქართველოსთან კავშირებს მაინც ვინარჩუნებდი. არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც მსიამოვნებს და მიხარია.

როცა აქ ხელახლა მომიწვიეს, მეგონა, ხანგრძლივი მუშაობა მომიწევდა და "ტორპედოდან" პირდაპირ პენსიაზე გავიდოდი... მაგრამ ასე არ მოხდა. ასე რომ, დროებით! მივდივარ! მაგრამ ორ-სამ წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის", - თქვა შტელინმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ხელმეორედ შარშან ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ის ქუთაისში 2001-03 წლებში მუშაობდა.

ალექსანდრ შტელინთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათ უსინდისობას არა აქვს საზღვარი, ამათი გაუმაძღარი შუბა დავხიე.
Grigoli
22:24 27-05-2016
0
ყველაფერს მივხვდი - ამით მიმანიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურდა.გუნდი ათამაშდა, სისწრაფეც მოუმატეს მაგრამ გაუშვეს-რატომ კარგი აგიგიაო
მურთაზი
18:19 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული