ლადო ბურდული: მომავალი სეზონისთვის კარგი გუნდის გაკეთებას ვაპირებთ

AutoSharing Option
როგორი გუნდი იქნება მომავალ სეზონში ბოლნისის "სიონი"? ჯერ ახლახან დასრულებულ სეზონზე ვთქვათ: ბოლნისური კლუბი მეხუთე იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ამასთან ერთად, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც თბილისის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.

"ლელო" ბოლნისური სიახლეების გასაგებად კლუბის გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს დაუკავშირდა:

"სანამ არ გაირკვევა ახალი ჩემპიონატის დაწყების კონკრეტული თარიღი, მანამდე მოსამზადებელ პერიოდს ვერ დავგეგმავთ.

"სიონი" დატოვეს დიმიტრი ტატანაშვილმა და გიული მანჯგალაძემ. ამ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ. ჯერ სხვას არავის გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი...

მომავალი სეზონისთვის კარგი გუნდის გაკეთებას ვაპირებთ.
აუცილებლად დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს. განვიხილავთ ლეგიონერების კანდიდატურებსაც, ოღონდ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ამ ფეხბურთელთა ვინაობას, რადგან ამაზე ჯერ ვმუშაობთ. ხუთ-ექვს დღეში უკვე შემეძლება, კონკრეტულ ტრანსფერებზე ვისაუბრო.

ერთი რამ კი ნამდვილად გადაწყვეტილია: მომავალ სეზონში ბოლნისის "სიონს" ისევ არმაზ ჯელაძე უთავკაცებს", - გვითხრა ბურდულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბურდული ბოლნიში აპირებს პენსიაზე გასვლას? წასვლა აღა უნდა, მარა სად წავა ვის უნდა ან და უკეთეს ადგილზე სად წავა, კაი ქერის ორმოშია. გამგებელიც დაკერა და უბერავენ ერთად ბოლნისის ბიუჯეტს.
dito
13:49 01-06-2016
0
მთავარია მწვრთნელობას არ დაუბრუნდეს.
დირექტორი კი ძალიან მაგარია
მიაწექი ბურდა:)
ლეონარდო
14:47 01-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული