ლადო ბურდული: მომავალი სეზონისთვის კარგი გუნდის გაკეთებას ვაპირებთ

AutoSharing Option
როგორი გუნდი იქნება მომავალ სეზონში ბოლნისის "სიონი"? ჯერ ახლახან დასრულებულ სეზონზე ვთქვათ: ბოლნისური კლუბი მეხუთე იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ამასთან ერთად, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც თბილისის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.

"ლელო" ბოლნისური სიახლეების გასაგებად კლუბის გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს დაუკავშირდა:

"სანამ არ გაირკვევა ახალი ჩემპიონატის დაწყების კონკრეტული თარიღი, მანამდე მოსამზადებელ პერიოდს ვერ დავგეგმავთ.

"სიონი" დატოვეს დიმიტრი ტატანაშვილმა და გიული მანჯგალაძემ. ამ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ. ჯერ სხვას არავის გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი...

მომავალი სეზონისთვის კარგი გუნდის გაკეთებას ვაპირებთ.
აუცილებლად დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს. განვიხილავთ ლეგიონერების კანდიდატურებსაც, ოღონდ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ამ ფეხბურთელთა ვინაობას, რადგან ამაზე ჯერ ვმუშაობთ. ხუთ-ექვს დღეში უკვე შემეძლება, კონკრეტულ ტრანსფერებზე ვისაუბრო.

ერთი რამ კი ნამდვილად გადაწყვეტილია: მომავალ სეზონში ბოლნისის "სიონს" ისევ არმაზ ჯელაძე უთავკაცებს", - გვითხრა ბურდულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეხუთეზე თუ გაიყვანა გუნდი გელა რას ერჩი მაშინ ბურდულს, მართალია ბიუჯეტს აზის კისერზე მარა მეხუთე ადგილისთვის კი ღირს ამდენი ფული აბა როგორ გინდა, მეხუთე ადგილი რას იძლევა ევროპა ლიგას არა, ფულს არა, სპონსორს არა, მერე რა, ლადო იყოს კარგად და მეხუთეზე ხო გავიდეთ.
levan
02 ივნისი 2016 14:24
0
ბურდულის ნახევარი გააკეთეთ და მერე ი
ლაპარაკეთ სამი წლის მანძილზე გუნდი მესამეზე და მეხუთე ადგფილზე გაიყვანა მეტი რა უნდა ექნა რამ გაგაბოროტათ











\\





ramaz ugrexelidze
01 ივნისი 2016 23:13
0
ბოლნისში რატო არ თამაშობდა ერთი წელი ბურდული? რამდენი მილიონი დახარჯა 4 წლის განმავლობაში? რო დაიანგარიშებთ მერე იტლიკინეთ. მარა თქვენ რა გენაღვლებათ ბოლნისის ფული. ხალხს კიტხეთ ერთი მშიერი რო კვდება და ეს კიდე პადიომებში და რაში აღარ იხდის იმის მაგივრად ბავშვთა ფეხბურთს მიხედოს, მარა ეგ ამბები თქვენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია. მიდი ბურდული გამოჭამე ბოლნისის ბიუჯეტი, სანამ ოქრო მუშაობს ქაფე და მერე კი წავა შენი მთავრობა და კი მოიტან უკან მაგ ფულს!
gela
01 ივნისი 2016 22:02
0
ძაან კარგ საქმეს აკეთებს ლადო და ღმერთმა გაუმარჯოს. წარმატებები მომავალშიც
Mirian
01 ივნისი 2016 18:02
0
სიონი ბოლნისის სტადიონზე დააბრუნა კაცმა ეხლა იბაზრეთ რადენიც გინდათ
DINAMO
01 ივნისი 2016 16:18
0
დიტო:რომ არ იცით რატომ ტლიკინებთ ძააან მაგარი ადამიანია ლადო და ბოლნისისთვის ბევრს აკეთებს მაგრამ თქვენ მხოლოდ ტალახის სროლა გიყვართ და დაუნახავები ხართ
irakli
01 ივნისი 2016 15:09
0
მთავარია მწვრთნელობას არ დაუბრუნდეს.
დირექტორი კი ძალიან მაგარია
მიაწექი ბურდა:)
ლეონარდო
01 ივნისი 2016 14:47
0
ბურდული ბოლნიში აპირებს პენსიაზე გასვლას? წასვლა აღა უნდა, მარა სად წავა ვის უნდა ან და უკეთეს ადგილზე სად წავა, კაი ქერის ორმოშია. გამგებელიც დაკერა და უბერავენ ერთად ბოლნისის ბიუჯეტს.
dito
01 ივნისი 2016 13:49
0

სიახლეები პოპულარული