ირაკლი კლიმიაშვილმა "ჩიხურას" უარი უთხრა და "ლოკომოტივზე" ფიქრობს

AutoSharing Option
ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობის თანახმად, საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველის, ირაკლი კლიმიაშვილის გადაბირება სურდა.

მაგრამ შევიტყვეთ, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ამ წინადადებაზე თავაზიანი უარი თქვა.

შესაძლოა, კლიამიაშვილმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, ახალი სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივის" მაისურა მოირგოს.

ამ კლუბში მას კარგ პირობებსაც სთავაზობენ და თავადაც საკუთარ ქალაქში თამაში სურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კლიმო დარჩი რააა ქუთაისს ძალიან უყვარხარ
giga
14:34 03-06-2016
0
კლიმიაშვილი გამორჩეულად კარგი ფეხბურთელია!
zaza
15:33 03-06-2016
0

სიახლეები პოპულარული