"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი პაბლო მარტინი ფეხბურთელებს ესპანეთშიც ეძებს

AutoSharing Option
სეზონი დასრულდა და ყველა გუნდში საკადრო ცვლილებები დაიწყო. გამონაკილისი არც "საბურთალოა". გუნდის მთავარი მწვრთნელი პაბლო ფრანკო მარტინი ესპანეთშია და როგორც შევიტყვეთ, გუნდისთვის სამ-ოთხ ფეხბურთელს ეძებს.

ცხადია, "საბურთალო" აქცენტს მხოლოდ უცხოელებზე არ აკეთებს. პაბლო მარტინს უმაღლესი ლიგის რამდენიმე ფეხბურთელის მიწვევა სურდა. ერთი მათგანი "ცხინვალის" შემტევი ირაკლი ლექვთაძე გახლდათ, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.

სამაგიეროდ, "საბურთალომ" გადაიბირა უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი "საპოვნელას" თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე. 24 წლის ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შესაძლოა, ბუხაიძეს გულშემატკივართა დიდი ნაწილი კარგად არც იცნობს, თუმცა მას კარგად იცნობენ
სპეციალისტების წრეში და დანამდვილებით ვიცით, რომ მის გადაბირებას სხვა ქართული გუნდებიც ცდილობდნენ.

მის დასახასიათებლად მარტო ეს ფაქტიც იკმარებს - აუტსაიდერი გუნდის თავდამსხმელმა 30 თამაშში 15 გოლის გატანა შეძლო და ეს მაშინ, როცა მთელმა გუნდმა სულ 24 გოლი მიითვალა. გამოდის, რომ "საპოვნელას" გოლების 62,5 პროცენტი სწორედ ბუხაიძემ ჩაიწერა აქტივში.

ამასობაში, "საბურთალო" დატოვა ცენტრალურმა მცველმა ლაშა თოთაძემ. მისი ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის, "საბურთალოსთან" იჯარის ვადა დაუსრულდა და ფორმალურად საქართველოს ჩემპიონს დაუბრუნა, თუმცა მალევე გადაწყდა, რომ ის კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული