ლუკა რაზმაძე უჩა სოსიაშვილის რაზმში... გორის "დილამ" მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა გორის "დილამ", რომელიც მალე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი გორში შეიკრიბა და იქვე შეუდგა ვარჯიშს.

ცხადია, ის ფაქტი, რომ "დილა" უცხოურ შეკრებაზე ვერ მიემგზავრება, კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობით არის გამოწვეული. ჩვენი ინფორმაციით, "დილაში" მნიშვნელოვნად მცირდება ხელფასები და ისიც საკითხავია, შეძლებს თუ არა ევროთასებისთვის გუნდი შემადგენლობის შენარჩუნებას.

"დილას" პრესსამსახურმა მოგვაწოდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებმაც კლუბის მიერ გამართულ პირველ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა:

ელიაური, ჩხიკვაძე, კაპანაძე, საბაძე, წიქარიძე, მარცვალაძე, სამხარაძე, მუჯრიშვილი, ძარია, ქარქუზაშვილი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი,
ერისთავი, კვახაძე, მოდებაძე, თექთურმანიძე, კურმაშვილი, ხურცილავა, გამცემლიძე, ნონიკაშვილი, ღონღაძე, ლომიძე, ტიტვინიძე, გოგიაშვილი.

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ "დილასთან" ერთად ივარჯიშა ლუკა რაზმაძემ, რომელიც, შესაძლოა, "თენგიზ ბურჯანაძეზე" დაბრუნდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ბიჭებო თქვენ იცით გორელებო,მოინდომეთ,ახლა მაინც გადით ჯგუფურზე.
იმედია სამტრედია და ჩიხურაც იმასვე იზამენ.
Guadua
11:09 07-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული