ირაკლი კლიმიაშვილი: "ტორპედოში" დასარჩენად ხელფასის შემცირებასაც ვთანხმდებოდი, მაგრამ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისური კლუბი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლიმიაშვილმა კონტრაქტი თბილისის "ლოკომოტივთან" გააფორმა.

"ფეხბურთელები ერთი ოჯახივით ვიყავით "ტორპედოში" და როცა რაიმე ხდებოდა, ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით. როცა კონტრაქტები დაგვიმთავრდა, გავიგე, რომ კლუბმა 4-5 ფეხბურთელთან მისი გახანგრძლივება დაიწყო. ჩემთან არ დაურეკიათ. პარალელურად, სხვა გუნდები მირეკავდნენ, მე კი გაურკვევლობაში ვიყავი. ყველას დაცდას ვთხოვდი, რადგან ჩემი სურვილი "ტორპედოში" დარჩენა იყო...

ორი კვირის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელობა არ დამკავშირებია. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე,
თავად დამერეკა.

დავურეკე კიდეც, საქმის კურსში ჩავაყენე, რომ კლუბები მიკავშირდებოდნენ. როგორ მოვიქცე-მეთქი. დაცდა მთხოვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას ხელმეორედაც დავუკავშირდი. ვუთხარი, რომ თუ, ვთქვათ, ხელფასის გამო ყოყმანობდნენ, მზად ვიყავი, "ტორპედოს" ხათრით, ნებისმიერი შემოთავაზება განმეხილა და მიმეღო. წელიწად-ნახევარი ვითამაშე ქუთაისში და შემიძლია ვთქვა, რომ "ტორპედო" კლუბზე მეტია ჩემთვის. ხელფასის შემცირებასაც კი დავთანხმდებოდი კლუბის გამო, მაგრამ... სრული იგნორი.

მაშინაც კი, როცა "ტორპედოში" პირველად მივედი, ჩემი პირობები არ წამომიყენებია - რაც შეეძლო გუნდს და მომცა, დავთანხმდი. იმხელა სითბო ვიგრძენი გულშემატკივრებისგან, ახლაც ნებისმიერ კონტრაქტს დავთანხმდებოდი...

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საქართველოს არცერთ ქალაქში მინახავს ისეთი ატმოსფერო, როგორიც ქუთაისშია. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობისგან სრული იგნორირება ვიგრძენი იქამდე, სანამ "ლოკომოტივთან" კონტრაქტს არ გავაფორმებდი. როგორც კი დაიწერა, კლიმიაშვილი "ლოკომოტივში" წავიდაო, მაშინვე დამირეკეს და კონტრაქტი შემომთავაზეს. უკვე გვიანი იყო...

განაწყენებული არავისზე ვარ, უბრალოდ, ისეთი არაჯანსაღი გარემოს შექმნა, როგორიც "ტორპედოშია", არ შეიძლება!

აღსანიშნავია, რომ საჩხერის "ჩიხურა" მთავაზობდა კარგ კონტრაქტს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, თბილისში დარჩენა გადავწყვიტე, თანაც, "ლოკომოტივში" ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშობს", - გვითხრა კლიმიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ასე უნდათ გუნდის აშენება ქუთაისში?ვინ ყავთ ნეტა,კლიმიაშვილზე უკეტესი ნახევარდაცვაში????
mamulo
14:48 07-06-2016
0
ჩაკვეტაძე უვიცო 2 სიტყვას რო ვერ აბავ ერთმანეთს უკვე ყელში ხარ და მეეჭვება ისე არ დასრულდება ეს ამბები როგორც შენ გგონია, ყველამ ყველაფერი იცის ამ ქალაქში თუ როგორ გვიკკლავ ფეხბურთს და ამ გუნდს. გეშინოდეს რომელიმე გულშემატკივრის სადმე მოსახვევში უბრალოდ შენი პიროვნება არ ამოიცნოს.
Mandela
14:52 07-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული