ამასთან, "ტორპედო" ორ მცველსაც შეელია - ზურაბ ფანცხავა წყალტუბოს "სამგურალში" იჯარით ითამაშებს, ხოლო ალეკო ნაცვლიშვილმა "ტორპედო" დატოვა. საინტერესოა, რომ საკონტრაქტო ვადა ამოეწურათ და "ტორპედოში" აღარ იმუშავებენ გუნდის უფროსი ჯამბულ (პაპუნა) მელაძე და სპორტული მენეჯერი ლევან სილაგაძე.
მოსამზადებელი ეტაპის გეგმები ქუთაისური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გაგვანდო:
"ჩვენ
მომზადების დაწყება ივნისის შუა რიცხვებში გვსურს. თუ უცხოეთში წავალთ, ეს ჩემპიონატის დაწყებამდე 20 დღით ადრე აჯობებს, ანუ ივლისში, და სავარაუდოდ, იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ზაფხულში კარგი მოსამზადებელი პირობებია - სლოვენიაში, უნგრეთში ან ავსტრიაში", - ამბობს ჟორჟიკაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"