"ადრეც ვთქვი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხობის სტადიონის გენერალური რეკონსტრუქცია გადაწყვიტა - დამონტაჟდება 3500 ინდივიდუალური სკამი, გარემონტდება გასახდელები და საშხაპეები.
ხობში ხალხმა ფეხბურთისკენ გამოიხედა და თქვენ წარმოიდგინეთ, ფოთში გადათამაშებაზე 900-მდე მაყურებელი ჩამოვიდა. და ეს იმ დროს, როცა "კოლხეთში" ჩემი დანიშვნის პირველ პერიოდში სტადიონზე 50-მდე ადამიანი თუ იკრიბებოდა.
მაგრამ ვერც
გვითხრეს, რომ გადაწყდა მოედნის საფრის შეცვლაც, თანხას კი სამეგრელოს გუბერნატორი გამოყოფს. კარგი მოედნითა და სტადიონით არა მხოლოდ ჩვენ, შესაძლოა, სხვა გუნდებმა და ნაკრებებმაც ისარგებლონ".
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გურული ამბობს, რომ ხობში მისია ნაწილობრივ მაინც შეასრულა:
"პლეი ოფის მატჩს რომ ვუყურებდი, მივხვდი, ქართული ფეხბურთი არ მოკვდარა. სავსე სტადიონი, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გულგრილს არავის დატოვებდა.
წაგების მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რომ სტადიონი თავაწეულმა დავტოვე. ჩვენ ღირსებას არ ვუღალატეთ. ასე რომ, მისია ნაწილობრივ შესრულებულია.
ვიცი, რომ გარდამავალ ჩემპიონატში ხობის "კოლხეთს" წლევანდელზე ბევრად მეტი გულშემატკივარი ეყოლება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მართალია მისი კარკასი ძველებური , რკინისაა, მაგრამ ეს არაა პრობლემა შეიძლება მისი გადაკეთება ისე როგორც სამტრედიაში გადააკეთეს ის ნაწილი,რაც გადაურჩა რაიონის ვანდალ ხელმძღვანელებს, რომლებმაც 14 000 ტევადობის სტადიონი აჭრეს და ჯართად გაყიდეს.
ასე რომ , თუკი არ აჭრიან 3500-ის გარდა დარჩენლი აუთვისელბელ ადგილებს და მომავალ წელსაც დაამატებენ, ეს არავის ავნებს.