მანოლო იერო: გინდათ ევროპა? მიაღწიეთ სტაბილურობას!

AutoSharing Option
ესპანეთთან საქართველოს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ "საბურთალოს" სპორტული დირექტორი მანოლო იერო ამბობს, რომ ამით დაკმაყოფილება არ შეიძლება და ის მოლოდინი, თითქოს ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს პრიმერა თუ სეგუნდა დივიზიონებში ბითუმად შეიძენენ, გულუბრყვილობა იქნება...

"ესპანეთში ქართველების თამაში კარგად შეაფასეს. ყველა აღნიშნავდა, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ძალზე ორგანიზებული თამაში აჩვენა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მაგრამ მიმაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ეგონათ, მატჩს იოლად მოიგებდნენ და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ.

მაგრამ ქართველებისგან სერიოზულ წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, დაიბნენ და თამაში ვეღარ ააწყვეს. საქართველო
კარგად ახერხებდა ტემპის დაგდებას, ესპანელები კი დროულად ვერ გამოფხიზლდნენ.

ეს არის ფეხბურთი და კარგია, რომ "ფურია როხას" ჭკუის სასწავლებელი ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატამდე მოუვიდა", - ამბობს მანოლო იერო.

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ფერნანდო იერო სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ოვიედოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მაგრამ "საბურთალოს" სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ სანამ ძმას რომელიმე ჩვენებური ფეხბურთელის კანდიდატურას შესთავაზებს, მანამდე ქართველები სტაბილურობას უნდა დაეჩვიონ:

"ცხადია, ესპანეთს რომ მოუგებს, იმ ნაკრების წევრებით ბევრი გუნდი დაინტერესდება. მართლაცდა, საქართველოს არაერთი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ მანამდე სლოვაკეთთან და რუმინეთთან წააგეთ და დაინტერესებული გუნდის სელექციონერები ამაზე თვალებს არ დახუჭავენ.

იმის თქმა მსურს, რომ წარმატება ერთჯერადი არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, ქართველებს ევროპელები ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ, რადგან საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს საამისო პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, უბრალოდ, გვარებს არ დავაკონკრეტებ".

"ლელო" გუნდის საკადრო სიახლეებითაც დაინტერესდა და საბურთალოელთა სპორტულ დირექტორს ესპანელების შესაძლო დამატებაზეც ჰკითხა:

"მიმდინარეობს იმ ფეხბურთელების მოძიება, რომლებიც, შესაძლოა, დავიმატოთ. მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

ესპანეთში გავემგზავრები და სიახლეებს იქიდან დაბრუნების შემდეგ გეტყვით", - გვითხრა იერომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქარტველოდან ხომ გაზიდეს, გაასხვისეს ტუ ვინმე ნიჭიერი და პერსპექტიული ტალანტი ახალგაზრდა იყო ზოგი უნიჭოც მიაყოლეს მტავარია ფული გაკეტდა, ეხლა იქიდან შემოიყვანეთ რომ საბოლოოდ მოკვდეს ფეხბურტი ქარტველებში რომ ქარტველრბმა ვერ გაიხარონქარტველების კარგი ტამაშით როგორ ყველა კუას გვასწავლის ფა თან ფულს აკეტებს ცვენი საფეხბურტო საქმოსნების დახმარებით!ასე ვერ განავიტარებთ ქარტოლ ფეხბურტს!!!
სანდრო
11:53 19-06-2016
0
დაუგდეთ ყური ამ პიროვნებას,რომელსაც ფეხბურთს ვერავინ ასწავლის,ის ნამდვილი პროფესიონალია,ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა.
nikolozi
22:20 18-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული