ბევრი კითხვა და არცერთი პასუხი - ფედერაციაც დუმს და "ზესტაფონიც"

AutoSharing Option
დღეს "ზესტაფონი" იუბილარია. ახლა საქართველოს ორგზის ჩემპიონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. "ზესტაფონი" ქვეყნის არცერთ ლიგაში არ არის დარეგისტრირებული...

რაც მთავარია, არავინ არაფერს ამბობს. ფეხბურთის ფედერაცია ჩუმადაა - ის "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის რეაქციას ელის.

ცოტა ხნის წინ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ ჩვენს გაზეთთან საუბარში თქვა, რომ თუ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოახდენდა წინამორბედთა მიერ "ზესტაფონის" მიმართ გამოტანილი ვერდიქტის სამართლიან შეფასებას, მაშინ ის, როგორც კლუბის მფლობელი, გააგრძელებდა მის
დაფინანსებას.

მზად ვარ, "ზესტაფონი" დავაფინანსო, თუ... ილია კოკაია დუმილს არღვევს

საქმე ამის იქით აღარ წასულა. ფედერაციაც დუმს და "ზესტაფონიც".

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა ხალხის გვერდით დგომა და ამჯერადაც ასე უნდა მოვიქცეთ.

ფაქტია, რომ კლუბთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს და ამ კითხვებზე პასუხს გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. საერთოდ, იქნება თუ არა "ზესტაფონი"? თუ იქნება, რომელ ლიგაში ითამაშებს? რა ამბიცია ექნება? ხალხი ამ კითხვებზე პასუხს მოუთმენლად ელის და დადგა დრო, კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა კითხვებს პასუხი გასცეს.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ზესტაფონში ფეხბურთს სხვა გუნდები აცოცხლებენ. კარგია, რომ ევროთასების მატჩებს ამ ქალაქში ჩაატარებენ "ჩიხურა" და "სამტრედია". კარგია ისიც, რომ ზესტაფონელთა თბილისურ ბაზას კლიენტები არ აკლია, მაგრამ კლუბი მხოლოდ სტადიონისა და ბაზების გაქირავებით ვერ იარსებებს. უნდა იყოს გუნდი, რომელიც ამა თუ იმ ლიგაში დაიცავს საკუთარი ქალაქის ღირსებას. სხვანაირად ეს უკვე საფეხბურთო კლუბი აღარ არის...

ეს ყველაზე კარგად "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს. ამ ხალხთან, ამ გულშემატკივართან ერთად მათ არაერთხელ იგემეს გამარჯვებების სიხარული. ეს ერთი მხარეა და მეორეა ის, რომ ფეხბურთის ფედერაციასაც მოუწევს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება.

ვიცით, ამასწინათ სფფ-ისა და "ზესტაფონის" ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, მაგრამ არ ვიცით, კონკრეტულად - რა თემაზე. ხალხი ღირსია, იცოდეს სიმართლე. ხალხს უნდა ფეხბურთი და ზესტაფონის ძალიან ერთფეროვან ყოველდღიურობას ის ძალიან სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
შენ იცი, რა რეფორმაზე ლაპარაკობ? იცი რა დღეში არიან მუნიციპალური გუნდები?
moica
11:18 18-06-2016
0
ალეკო კაკაურიძეს დიდი მადლობა. შენ გენაცვალე ალექს კაი კაცი ხარ! დავიღალეთ სხვების ყურებით!
zestafoneli
11:27 18-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული