იურაი იარაბეკი: გაგვიმართლა, რომ ანტონი სკრიბე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ანტონი სკრიბე
თბილისის "დინამოს" ღირსებას ფრანგული "აიაჩოს" ყოფილი კარის დარაჯი, 28 წლის ანტონი სკრიბე დაიცავს. სკრიბე 28 წლისაა. მან კარიერა "მონპელიეს" დუბლშემადგენლობაში დაიწყო. ძირითად გუნდში ერთი მატჩი ჩაატარა. განათხოვრებული იყო ორ, ნაკლებად ცნობილ კლუბში. 2013 წლიდან დღემდე კი "აიაჩოს" ღირსებას იცავდა.

მას შემდეგ, რაც "დინამოდან" ლიბორ ჰრდლიჩკა და გიორგი ბეგაშვილი წავიდნენ, საქართველოს ჩემპიონმა ბაქოს "ინტერიდან" 36 წლის გიორგი ლომაია დაიმატა. მაგრამ, ცხადია, ეს ვერ იქნებოდა საკმარისი და ამიტომაც განიხილებოდა უცხოელი მეკარის კანდიდატურა. "დინამოში" ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო ხორვატი გოლკიპერი
ივან კელავა
, მაგრამ ეს გარიგება ვერ შედგა.

"გიორგი ლომაია ძალიან გამოცდილი, საიმედო მეკარეა. მას შეუძლია, ბევრი რამ ასწავლოს ახალგაზრდა პარტნიორებს. როგორც იცით, ის უკვე დინამოელია. რაც შეეხება უცხოელ მეკარეს, დავიმატეთ ფრანგული "აიაჩოს" მეკარე ანტონი სკრიბე.

პირდაპირ უნდა გითხრათ, ის მაღალი დონის გოლკიპერია და გაგვიმარლთა, ჩვენს გუნდში რომ ითამაშებს.

ხორვატ მეკარე ივან კელავასთანაც გვქონდა მოლაპარაკება. მაგრამ მერე გაირკვა, რომ "გრანადას" რაღაც პრობლემები აქვს მეკარის პოზიციაზე და კელავა თავად სჭირდება", - გვითხრა "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა.

სლოვაკ მწვრთნელს "დინამოს" მეორე პოტენციურ ახალწვეულზეც ვკითხეთ. 24 წლის ერიკ საბო ჯერაც ბერძნული პაოკ-ის ფეხბურთელია. ის სლოვაკეთის ნაკრებში მიიწვიეს ევროპის ჩემპიონატის წინ და ავსტრიული შეკრებისას საქართველოს უპირველესი გუნდის წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა იან კოზაკის საევროპო სიაში ვერ მოხვდა.

"საბოს ძალიან უნდოდა "დინამოში" თამაში. ამის შანსი ჯერ კიდევ არის, მაგრამ დაახლოებით 10 პროცენტი, მეტი არა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ებრაულმა კლუბმა პაოკ-ს ძალიან კარგი პირობები შესთავაზა. ის მზადაა, საბოს მთლიანი კონტრაქტი გამოისყიდოს", - ესეც იარაბეკის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ერთწლიანი კონტრაქტები უკვე გააფორმა 27 წლის ბულგარელ შუახაზელ სტეფან ველევთან და 28 წლის მარტინიკელ შემტევ ნახევარმცველთან, მატიას კურიესთან. მალე კონტრაქტებს ხორვატ მცველ მატია შპიჩიჩსა და ფრანგ მეკარესაც გაუფორმებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ყველაფერი გამოჩდება პირველ მატჩშივე (ოღონდ ფარერების მალტის და გიბრალტარის ჩემპიონებთან არა!) შეცდომა დაუშვით თუ არა რომ, ეს მეორე ლიგის მოთამაშეები მოიყვანეთ. კი ძალიან გაგიმართლა საფრანგეთის 2 ლიგის 15 ადგილოსანი კლუბიდან რომ გადმოიყვანე მეკარე)))))))))) ყველაფერი გამოჩდება!!! შეცდომა დაუშვით თუ არა ეს არაფრის მომცემი სახელები(ფეხბურთელებით) რომ გაავსეთ დინამო ))
Guro
12:16 20-06-2016
0
Guro აბა რა გინდა ლიგა ერთიდან სირიგუ მოეყვანათ თუ პრემიერლიგიდან მაჰრეზი ტოპ კლასის ფეხბურთელი აქ არ ჩამოვა და ესენი შედარებით ნორმალურები არიან წინა ლეგიონერებთან შედარებით
დიტო
12:46 20-06-2016
0

სიახლეები პოპულარული