პისკოვეცის სტრატეგია "გაგრაში": სპარინგები უმაღლესი ლიგის გუნდებთან

AutoSharing Option
გარდამავალ ჩემპიონატში პირველი ლიგის გათამაშება 19 აგვისტოს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება. ამ მნიშვნელოვანი სეზონისთვის "გაგრას" ხელმძღვანელობამ გაძლიერება გადაწყვიტა და მთავარ მწვრთნელად ანატოლი პისკოვეცი დააბრუნა.

კლუბში იმედოვნებენ, რომ 69 წლის უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "გაგრა" ლიგა პრო 2-ში მოხვდება. ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელმა გუნდი უკვე შეკრიბა და "სიტი სპორტში" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მზადებას თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე შეუდგა.

პისკოვეცმა მზადების პირველი ეტაპი 2 ივლისამდე დაგეგმა. ცხადია, გუნდი საკონტროლო მატჩებსაც გამართავს. 26 ივნისს "გაგრა" გორში ევროპალიგაზე გასულ "დილას" შეხვდება
(დასაწყისი 18 საათზე). 6 ივლისს პისკოვეცის გუნდის მეტოქე "საბურთალო" იქნება, ხოლო 9 ივლისს - თბილისის "ლოკომოტივი". ამ ორი უკანასკნელი სპარინგის გამართვის ადგილი და დრო უცნობია. კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს, ამხანაგური შეხვედრები უმაღლესი ლიგის გუნდებთან გამართოს, რაც სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა.

2 ივლისამდე გუნდში გასულ სეზონში ნათამაშები თითქმის ყველა ფეხბურთელი დარჩება, მერე კი შემადგენლობა გაიცხრილება და პისკოვეცი დასარჩენთა სიას გამოაცხადებს, პარალელურად კი, სასელექციო მუშაობაც გაგრძელდება.

გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში "გაგრა" საშინაო მატჩებს მუხრანში აღარ გამართავს. ალტერნატიული არენა ჯერ მოძიებული არ არის. თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა "გაგრამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშოს. ეს საკითხი თვის ბოლომდე გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვიტ ჯორჯიასაც ხომ შეეძლო იგივე გაეკეთებინა, ანუ სხვის სტადიონზე ეთამაშა?
fsiuuu
03:55 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული