10:17 24-06-2016
დინამო (თბ)-ლეგია 1:1 - ჩემპიონების ზავი ავსტრიაში [VIDEO]
AutoSharing Option
"ლეგიამ" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი მოისაკლისა, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რომ თამაშობს.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის კართან თითო რეალური მომენტი შეიქმნა. ჯერ ვახტანგ ჭანტურიშვილმა ეფექტურად სცადა გატანა და პოლონელები ძელმა გადაარჩინა, მერე კი სალის ახლოდან დარტყმულს "დინამოს" ფრანგმა მეკარე ანტონი სკრიბემ შეაგება შესანიშნავი რეაქცია.
იურაი იარაბეკის გაწვრთნილები 57-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა მათე ცინცაძის მიერ შესრულებული ჯარიმა გოლით დასრულდა. პოლონელთაგან კი კუხარჩიკმა გაათანაბრა.
"დინამოს" კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
იარაბეკის გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, შპიჩიჩი, პარუნაშვილი, ალვარო, ჭანტურიშვილი, კურიე, ჯიღაური, ქვილითაია.
შეცვლაზე შევიდნენ: გელაშვილი, თევზაძე, ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჭელიძე, კირკიტაძე, მიქელთაძე, ვოლკოვი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფეხბურთელებს რომ იყიდით, ერთი წესიერი გადამღები კამერაც იყიდეთ, რომ გამოქვეყნებული მასალა ნორმალურად ვნახოთ...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული