"სიონმა" რამდენიმე კარგი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა, ახლა კი კარგ ლეგიონერებზე აპირებს დაკვირვებას. ცხადია, გარდამავალ ჩემპიონატში ბოლნისელებს ერთობ ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.
ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც "სიონი" აკვირდება? ამ კითხვით მივმართეთ ბოლნისელთა დირექტორ ლადო ბურდულს, რომელმაც არაერთი საინტერესო სიახლე გაგვიმხილა.
"სიდი სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველია. მისი კანდიდატუ
ბოლნისელები კიდევ აპირებენ ლეგიონერების დამატებას და ცხადია, ბურდულს ამის თაობაზეც ვკითხეთ.
"დიახ, ჩვენ ველოდებით ლეგიონერებს. უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდეს ბრაზილიელი ნახევარმცველი. შევხედავთ, დავაკვირდებით და დასკვნებსაც გავაკეთებთ. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელი...
გაძლიერება გვჭირდება თავდასხმის ხაზშიც. ჩამოვლენ ბრაზილიელი და ესპანელი თავდამსხმელები. ჩვენი ინფორმაციით, ერთი - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა, მეორე კი - ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში...
კარიერის მიუხედავად, ფეხბურთელს ვერ ავიყვანთ გუნდში, თუ არ დავრწმუნდით მის რეალურ შესაძლებლობებში...
ასევე, ველოდებით მეკარეს უკრაინიდან. ის იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა. სანამ არ ჩამოვა საქართველოში, მის ვინაობას ვერ გავამხელ", - გვითხრა ბურდულმა.
აპირებს თუ არა "სიონი" აქტიურობას ქართულ სატრანსფერო ბაზარზე? ამის თაობაზე ბურდულმა გვითხრა:
"ვფიქრობთ, მარცხენა მცველის პოზიციაზე გუნდს გაძლიერება არ აწყენდა. ვნახოთ, მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და შედეგს ყველა ერთად ვნახავთ...
რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოურ შეკრებაზე წავიდეთ. ჩვენს ქვეყანაში ირანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდები ჩამოდიან შეკრებაზე და მათთან ჩავატარებთ ორ ამხანაგურ შეხვედრას".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"