ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს

AutoSharing Option
29 ივნისს, 17 საათზე, "გურია" გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გარდამავალ ჩემპიონატს "გურია" უმეტესად ახალი ფეხბურთელებით ჩაატარებს.

გადაწყვეტილია, რომ გუნდს თემურ მახარაძე გაწვრთნის.

ბაზაზე უკვე იმყოფება ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი ფეხბურთელი. ეს უკანასკნელი, ჰასან ბელემოუ, 23 წლისაა და ამპლუით შუახაზელია.

როგორც იცით, გასულ სეზონში "გურიაში" 10-ზე მეტი ლეგიონერი ირიცხებოდა, რომელთაგან ოთხმა - კლუბი უკითხავად დატოვა. დანარჩენებიდან უმეტესობასთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

ძველი ლეგიონერებიდან რჩებიან - უკრაინელები ევგენი მოროზენკო, ანდრეი პოლტავცევი და ვასილი შტანდერი, ასევე,
სერბი ალეკსანდარ იოვანოვიჩი. ახალი სეზონიდან ლეგიონერებზე მკაცრი შეზღუდვები შედარებით შემსუბუქებულია.

სამშაბათს ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდი მოინახულა ლანჩხუთის გამგებელმა და კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
გურია მაგარა მიდტ ბიჯებო გაცრიერდეს გურია
paata
18:56 29-06-2016
0
ძლიერი ლეგიონერები ჭირდება დღეს ჩემპიონატსაც და გურიასაც, იმედია ასეთებიც ინებიან.ინფორმაციასაც თუ დაწერენ ვინ სად თამაშობდა კარგი იქნება.
bebeto
17:22 29-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული