"კარპატიდან" წამოსული ბუბა დაუშვილი "ლოკომოტივში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, 27 წლის ბუბა დაუშვილი "ლოკომოტივში" გამოჩნდა. თბილისურმა კლუბმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა და ისიც გავიფიქრეთ, დაუშვილიც ამ კლუბში ხომ არ აპირებს კარიერის გაგრძელებას?

ინფორმაცია გადავამოწმეთ და მართალი აღმოჩნდა: დაუშვილი ნამდვილად ვარჯიშობს "ლოკომოტივში", ოღონდ - ფორმის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, ყველაფერი ორ-სამ დღეში უნდა გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ის უკრაინული "კარპატის" ფეხბურთელი იყო. ეს გუნდი მან ცოტა ხნის წინ დატოვა. 2008 წლიდან დაუშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული