კლუბის პრესატაშის, ნოდარ სიმსივეს თქმით, ესპანელმა სპეციალისტმა უცხოური შეკრება 17 ივლისიდან დაგეგმა.
თბილისური გუნდი ავსტრიის ალპებში ორ კვირას გაჩერდება და ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდება.
მანამდე კი "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა. სარაგოსას შეგირდები საგურამოს ბაზაზე პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"