ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილები დასკვნით შეკრებას ბულგარეთში გაივლიან. გუნდი ქალაქ ბანსკოში მოემზადება. "საბურთალო" იქ 10-დან 24 ივლისამდე მოემზადება.
ცხადია, ვარჯიშის პარალელურად, გუნდი ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. პაბლო ფრანკო მარტინმა 4 საკონტროლო მატჩი დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 13 ივლისს "საბურთალო" ბულგარეთის პირველი ლიგის ბინადარ
ახლა ორიოდ სიტყვით "საბურთალოს" ახალწვეულზეც, რომელზეც "ტრანსფერმარკტმა" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, ქართულ გუნდში ესპანელი ხოსე მანუელ კარასკო კორეა ჩაირიცხა.
ჯერჯერობით, "საბურთალო" ამ ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა შევიტყვეთ, რომ 28 წლის ესპანელმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.
1988 წელს დაბადებული, 185 სმ სიმაღლის ხოსე მანუელ კარასკო კორეა ცენტრალური მცველია. ის "ვილიარეალის" აღზრდილია და ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა. 2007 წელს "ალბასეტეს" ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, მერე კი დაბალი ლიგის ესპანური გუნდები მოიარა - "ბენიდორმი", "ესიხა", "მურსია იმპერიალი"... 2013 წლის ზაფხულში კორეა მალაიზიურ "ჯოხორ დარულ ტაზიმში" გადავიდა, საიდანაც 2015 წლის იანვარში სამშობლოში დაბრუნდა და "მერიდას" ფორმა მოირგო. შარშან ზაფხულში კი კონტრაქტი გააფორმა "ფუენლაბრადასთან" და სეგუნდა B-ს 29 შეხვედრაში 2 გოლიც გატანა.
შევიტყვეთ, რომ ესპანეთიდან "საბურთალოში" კიდევ ერთ ფეხბურთელს ელიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"