შევიტყვეთ, რომ "ტორპედო" გურამ ადამაძემ დატოვა. 27 წლის ცენტრალური მცველი ქუთაისელთა კაპიტანიც გახლდათ და საიმედო მოთამაშის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ დასრულებულ ჩემპიონატში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა.
თავის დროზე ადამაძე მძიმედ დაშავდა და ოპერაცია გაიკეთა, მოედანს კი მხოლოდ მაისში, თერჯოლის "საპოვნელასთან" მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ... კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო. მას კონტრაქტი მაისში დაუსრულდა, ჯერ მოედანს ვერ დაუბრუნდება, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კი სელექციას ეწევა და ახალი
კობა ჟორჟიკაშვილმა ორი ლეგიონერიც მიიწვია, მაგრამ დაიწუნა - ხვალ კიდევ ერთ უცხოელს ელის. ის ცენტრალური მცველია.
საინტერესო ფაქტია - ჟორჟიკაშვილთან გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ მთავარი მწვრთნელი ვალდებულია, გარდამავალ ჩემპიონატში გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადოს ან, მინიმუმ, მესამე ადგილზე მაინც გაიყვანოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"