საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების მეკარის, როინ კვასხვაძის შენარჩუნება მოახერხა, რომელსაც ირანული კლუბი სოლიდურ პირობებს სთავაზობდა.

27 წლის მეკარით საქართველოში სტუმრად მყოფი ირანული კლუბი "თავრიზი" დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება. როგორც ირკვევა, ირანელები კვასხვაძით ესპანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ დაინტერესდნენ.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ამბავი "თავრიზის" საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან შავგულიძემ გაგვიმხილა.

"ირანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კვასხვაძით ესპანეთთან 7 ივნისს მოგებული შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სანაკრებო გამოცდილება ძალიან ფასობს და როინს 100-ათასდოლარიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ
მან უარი თქვა და "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა", - ამბობს შავგულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ისეთმა სოლიდურმა და დიდი წრადიციების მქონე გაზეთმა როგორიც "ლელოა", არ უნდა დაუშვას ასეთი ლაფსუსები. ჩემის აზრით საქმე ეხება არა 100-ათასიან ხელფასს, არამედ 100-ათასიან კონტრაქტს. ხელფასში იგულისხმება ყოველთვიური სარგო, ხოლო კონტრაქტში გასაცემი მთლიანი თანხა. ანუ, უფრო მარტივად რომ გავიგოთ, თუ კონტრაქტი ერთწლიანია და თანხა შეადგენს 100 ათასს დოლარს, ყოველთვიური სარგო გამოდის 8333 აშშ დოლარი (100000/12=8333). არ არის გასაკვირი თუ ფეხბურთელმა თქვა უარი ამ თანხაზე და უფრო დაბალ ანაზრაურებს დაყაბულდა ტორპედოში, რადგან საქმე არა რომელიმე ევროპულ, არამედ ირანულ კლუბს ეხება. თუ ეს ყველაფერი მართალია, როინი მართებულად მოქცეულა. ბრავო როინ.
nikolizi
12:16 06-07-2016
0
არ ითამაშოთ შახის კარებზე...
ელიზბარი
13:58 06-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული