საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგა სტარტს სექტემბრიდან აიღებს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ საფეხბურთო მეურნეობაში ბევრი რამ შეცვალა - ლიგებისა და მონაწილეთა რაოდენობა, ტურნირის ფორმატი... 2017 წლიდან უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგები გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ჩატარდება...

მეორე ლიგის ფორმატზე აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური გვამცნობს, რომ აქ თამაშები სექტემბრიდან დაიწყება. გარდამავალ სეზონში გუნდები ზონებად რეგიონული პრინციპით გადანაწილდებიან, საიდანაც 8 საუკეთესო გუნდი 2017 წლის "ეროვნული ლიგა 1"-ის საგზურს მოიპოვებს.

ეს კარგი, მაგრამ ჯერ უცნობია, მეორე ლიგაში რამდენი გუნდი ითამაშებს. ცნობისთვის, შარშან სამ ზონაში 43 (
დასავლეთსა და აღმოსავლეთში 14-14, ხოლო ცენტრალურში - 15) მონაწილე იყო. წლეულს, რამდენიმე ახალი გუნდი შეიქმნა და ამის გამო ფედერაცია გუნდების რაოდენობაზე საბოლოოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ცოტა ხშირად წეროთ და მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ქვედა ლიგების შესახებ - ჯერ ერთი, მასობრიობა სწორედ აქ უნდა იგრძნობოდეს და მერე მეორე, იქნებ ყველა კლუბი არსებობის ერთადერთ აზრს უმაღლესში ჯდომაში არ ხედავდეს, პრესის და გულშემატკივრების მხრიდან ყურადღება ქვედა ლიგებსაც რომ მიექცევა.
kote
16:45 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული