ბათუმის "დინამო": უკრაინელი თავისიანის წილ, ლობჟანიძე და მინუს დიასამიძე

AutoSharing Option
ფოტოზე: ანატოლი ტიმოფეევი
ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის ემზადება და საკონტროლო მატჩებს მართავს. გუშინ ლევან ხომერიკის გაწვრთნილები ხობის "კოლხეთს" დაუპირისპირდნენ. ხობელთა მცველის ავტოგოლის, ნიკა კვანტალიანის დუბლისა და პაპუნა ფონიავას გოლებით ბათუმელებმა პირველლიგელი მეტოქე 4:1 დაამარცხეს.

დინამო: ტაკიძე, ტვილდიანი, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ქუთელია, თარხნიშვილი, თევდორაძე, ფონიავა, კვანტალიანი, კეკუა; შეცვლაზე: ტაკიძე, გეგეჭკორი, მგელაძე, ქორიძე, ფოთელიძე, ვარშანიძე, გაბდოლინი, ქავთარაძე, ჭკუასელი, ლობჟანიძე.

ბათუმელთა პრესცენტრის ცნობით, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე თარხნიშვილისა და ლევან გეგეჭკორის შემდეგ "დინამომ" ქობულეთის "შუქურადან" კიდევ ერთი ფეხბურთელი - ელგუჯა ლობჟანიძე დაიმატა. "ვიტ
ჯორჯიის" აღზრდილმა 23 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

"დინამო" ვერ შეუთანხმდა უკრაინელ მეკარე არტიომ კიჩაკს. შესაბამისად, კლუბი კიდევ ერთ კანდიდატურას განიხილავს და ისიც უკრაინელი გახლავთ - ანატოლი ტიმოფეევი. ხომერიკი მას 9 ივლისს, "ტორპედოსთან" ამხანაგურ მატჩში გამოცდის.

24 წლის ტიმოფეევი (სიმაღლე 195 სმ) ვალერი ლობანოვსკის სახელობის კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2009-დან 2014 წლამდე კიევურ გრანდში ირიცხებოდა, გასული სეზონი კი უკრაინულ პირველ ლიგაში გაატარა.

ამას გარდა, ბათუმელები ბრაზილიელ თავდამსხმელსა და სენეგალელ მარცხენა გარემარბსაც ელიან.

კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი ნიკა დიასამიძეზე, რომელიც გუშინდელ საკონტროლო შეხვედრაში მოედანზე არ გამოჩენილა. აღმოჩნდა, რომ ფლანგის ნახევარმცველმა გუნდი დატოვა. ზუსტად "კოლხეთთან" მატჩის პარალელურად, დიასამიძე გრიგოლეთში იმყოფებოდა და ლანჩხუთის "გურიის" ძირითად შემადგენლობაში ქუთაისის "ტორპედოს" ეთამაშებოდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლიერი ლეგიონერი უნდა შეარჩიონ,რომელიც გუნდს გააძლიერებს ნამდვილად.
bebeto
12:31 07-07-2016
0
გაბდოლინი ვინაა?
Walkabout
15:37 07-07-2016
0

სიახლეები პოპულარული