ლანჩხუთის "გურიამ" საკონტროლო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" ახალი სეზონისთვის მზადების პროგრამით გრიგოლეთის ბაზაზე პირველ ტესტ-მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 28-ე წუთზე გიორგი ალავერდაშვილის მიერ გატანილი ეფექტური გოლით 1:0 დაამარცხა.

გუნდებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარეს. "გურიამ" სამი ბრაზილიელი და ერთი კოტდივუარელი ახალწვეული ათამაშა, ძველი ლეგიონერებიდან კი სერბ ალექსანდარ იოვანოვიჩს, უკრაინელ ევგენი მოროზენკოსა და ასევე კოტდივუარელ კაბორე პატერსონს ელოდებიან.

მომდევნო ტესტ-მატჩებს "გურიაც" და "ტორპედოც" 9 ივლისისთვის, საკუთარი ბაზებზე გეგმავენ.

გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ხუჭუა, სიდიბეი (კოტ დ'ივუარი), ალავერდაშვილი, სტეფნიაშვილი, ინგოროყვა, დენისი (ბრაზილია), დიასამიძე; მეორე ტაიმი: იმერლიშვილი,
ჭეიშვილი, ცინცაძე, თევზაძე, მეგრელიშვილი, იური (ბრაზილია), ჭედია, ჭეჭელაშვილი, მესხი, ფილიპე (ბრაზილია), ქობალია. მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, წილოსანი, ტუღუში, კაპანაძე; მეორე ტაიმი: მ. ქვილითაია, ნერგაძე, დვალიშვილი, ბრეგვაძე, მარდალეიშვილი, ენდელაძე, ადეიშვილი, ფურცხვანიძე, გოგუაძე, ბენაშვილი, კვარაცხელია. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არავითარი მიზეზები წაგების არ ეპატიება ტორპედოს, ვნახოდ რა ფალავანდებს დაიმატებენ,დზველი მეგობრები უფრო სანდო არიან.
გოგი
13:15 07-07-2016
0
არავითარი მიზეზები წაგების არ ეპატიება ტორპედოს, ვნახოდ რა ფალავანდებს დაიმატებენ,დზველი მეგობრები უფრო სანდო არიან.
გოგი
13:19 07-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული