"საპოვნელა": ახალი მთავარი მწვრთნელი და - 7 ფეხბურთელი

AutoSharing Option
პირველ ლიგაში დაქვეითებული თერჯოლის "საპოვნელა" გარდამავალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი ორკვირიან მზადების პროცესს თბილისში, "მარაკანას" სტადიონზე გაივლის.

ცვლილებაა "საპოვნელას" სამწვრთნელ შტაბში. მთავარი მწვრთნელის პოსტზე 37 წლის გიორგი ჩიტაური დაინიშნა. ჩიტაური წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებში მუშაობდა. მცირე პერიოდის განმავლობაში კი "ლოკომოტივის" მთავარ გუნდსაც წვრთნიდა.

ჩიტაურს ასისტენტობას ნიკოლოზ გუშარაშვილი გაუწევს. მეკარებს კი კვლავ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის.

ცვლილებებია გუნდის შემადგენლობაშიც. ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გააგრძელებს კლუბთან ერთად თანამშრომლობას. ესენი არიან:
დავით ოდიკაძე, ალექსანდრე გიორგაძე, გიორგი მაკარიძე, მიხეილ ვაჭარაძე
და გიორგი ბიბილეიშვილი.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "საპოვნელას", დათო საჯაია, მირზა მერლანი, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი დუმბაძე, ნიკოლოზ კვასხვაძე, გიორგი მემარნიშვილი და ლუკა რეხვიაშვილი შეუერთდნენ.

"საპოვნელას" მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიტაურის დაკვირვების ქვეშ რამდენიმე ფეხბურთელი იმყოფება , რომელთა გუნდში დარჩენის საკითხიც უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ს.კ. "საპოვნელას" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული