თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა იმედისმომცემმა ფეხბურთელმა ახალგაზრდულ ასაკში უკვე არაერთი ქართული კლუბი გამოიცვალა - უთამაშია "ბაიაში", "ტორპედოში", "ზესტაფონში", "ზუგდიდში", ფოთის "კოლხეთში", "შუქურასა" და "ოდიშში".
გუგუჩიას გარდა, თითქმის ბოლომდეა მიყვანილი მოლაპარაკება გიორგი კახელიშვილთან, გულვერდ თომაშვილსა და ჯაბა დვალთან.
"ლელომ" კომენტარისთვის "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას მიმართა:
"როგორც იცით, თითქმის გადაწყვეტილია გიორგი კახელიშვილის, ჯაბა დვალისა და გულვერდ თომაშვილის ტრანსფერები. გარდა ამისა, ველაპარაკეთ ლუკა გუგუჩიასაც და იმედი მაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
ამ ეტაპზე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"