ეს უკვე ოფიციალურად: დავით კვირკველია ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ივნისში "ლელო" წერდა, რომ ბათუმის "დინამო" დავით კვირკველიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ გავიდა დრო და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა სეზონისთვის მზადება ისევ გორის "დილაში" დაიწყო. მერე კი ამ გუნდის ფორმით ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შირაქის" წინააღმდეგაც ითამაშა...

თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი ინფორმაცია მაინც დადასტურდა: 12 ივლისს გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ კვირკველიამ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა.

ევროპალიგიდან "დილას" გავარდნის შემდეგ 36 წლის მცველმა ახალ გუნდში გადასვლა ამჯობინა.

კვირკველიამ კარიერა ფოთის "კოლხეთში", 17 წლის წინ დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში კი 2003-14 წლებში თამაშობდა და მისი ფორმა
61 მატჩში მოირგო. კვირკველიას წინსვლა თბილისის "დინამოდან" დაიწყო, საიდანაც 2005 წელს ვლადიკავკაზის "ალანიაში" წაიყვანეს. შემდეგ ითამაშა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალას "ანჟიში", ბერძნულ "პანიონიოსში", კვიპროსულ "ანორთოსისში", გორის "დილასა" და "სამტრედიაში", 2013-14 წლებში კი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ "დინამოსთან" ერთად 2004 წელს მან "თანამეგობრობის თასი" მოიგო და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. 2008-09 წლებში კვირკველია "რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა, 2009-10 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. არის საქართველოს 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელი.

საინტერესო ფაქტია: კვირკველიამ ერთდროულად სამი ქვეყნის - საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის თასის ფინალებში ითამაშა, მაგრამ ჯილდო მხოლოდ სამშობლოში, "დინამოსთან" ერთად ასწია...

ისიც საინტერესოა, რომ ბათუმელები გამოცდილი კვირკველიას დაყენებას დაცვის ცენტრში აპირებენ და არა მისთვის ჩვეულ მარცხენა ფლანგზე. თუმცა, ეს გასაკვირი არც არის, რადგან წინა სეზონში ამ პოზიციაზე მან გორის "დილაშიც" რამდენჯერმე ითამაშა.

ამ ყველაფერში ერთი რამაა საწყენი - გორის "დილა" კიდევ ერთ ლიდერს დაემშვიდობა და ძნელი სათქმელია, რა შემადგენლობით შეხვდება გარდამავალ ჩემპიონატს გასული სეზონის მესამეადგილოსანი და შეინარჩუნებს თუ არა შარშანდელ ამბიციას. 

გუნდი ჯერ კიდევ სეზონის მსვლელობისას დატოვეს გოგიტა გოგუამ და გიორგი ნავალოვსკიმ, ზაფხულში კი - ირაკლი ძარიამ, გუგა ფალავანდიშვილმა და ოთარ მარცვალაძემ, აგრეთვე, ალან ბაგაევმა და ისლამ მაშუკოვმა. ცნობილია გიორგი თექთურმანიძის ისტორიაც - 25 წლის ნახევარმცველი ავარიაში მოყვა და ჯერ არათუ მოედანს, ნორმალურ ცხოვრებასაც არ დაბრუნებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რაგად უნდოდათ კი მარა ამას მალხაზ მახარაძე დაებრუნებინათ აჯობებდა რა
batumi
16:23 13-07-2016
0
ბათუმის დინამოში იქნებ ძლიერი ლეგიონერები მოიყვანონ თუ რა თქმა უნდა ფინანსები ეყოფათ,ჭირდება ბათუმს ძლიერი გუნდი.
bebeto
14:16 13-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული