ცხადია, მიხეილ ალავიძის წასვლის შემდეგ ის ბათუმელებისთვის კარგი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ უკრაინელი "დინამოს" თავკაცებს კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეუთანხმდა და დაანონსებული ტრანსფერი ჩაიშალა.
შემდეგ ბათუმელებმა ახალი კანდიდატი მოძებნეს და ისიც უკრაინაში - ანატოლი ტიმოფეევი. ის დინამოელთა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიასთან" ამხანაგურ მატჩებში გამოსცადა. ტიმოფეევმა ორივე შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა და საიმედოდაც გამოიყურებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს მისი დატოვება.
ის 24 წლისაა (სიმაღლე 195 სმ) და ვალერი ლობანოვსკის სახელობის კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2009-დან 2014 წლამდე კიევურ გრანდში ირიცხებოდა, გასული სეზონი კი უკრაინულ პირველ ლიგაში გაატარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"