ბათუმის "დინამო": თუ კიჩაკი არა, მაშინ ტიმოფეევი...

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ბათუმის "დინამომ" უკრაინიდან მეკარე არტიომ კიჩაკი ჩამოიყვანა. კიევის "დინამოს" გოლკიპერი უკრაინის ნაკრების წევრიც გახლდათ, ბოლოს კი ლუცკის "ვოლინში" თამაშობდა.

ცხადია, მიხეილ ალავიძის წასვლის შემდეგ ის ბათუმელებისთვის კარგი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ უკრაინელი "დინამოს" თავკაცებს კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეუთანხმდა და დაანონსებული ტრანსფერი ჩაიშალა.

შემდეგ ბათუმელებმა ახალი კანდიდატი მოძებნეს და ისიც უკრაინაში - ანატოლი ტიმოფეევი. ის დინამოელთა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიასთან" ამხანაგურ მატჩებში გამოსცადა. ტიმოფეევმა ორივე შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა და საიმედოდაც გამოიყურებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს მისი დატოვება.

ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, ტიმოფეევმა "დინამოსთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ის 24 წლისაა (სიმაღლე 195 სმ) და ვალერი ლობანოვსკის სახელობის კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2009-დან 2014 წლამდე კიევურ გრანდში ირიცხებოდა, გასული სეზონი კი უკრაინულ პირველ ლიგაში გაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული