თურქეთში მყოფი ბათუმის "დინამო" შეკრების გაუქმებას ჯერჯერობით არ აპირებს

AutoSharing Option
გუშინ, 15 ივლისს, სანამ ვითარება დაიძაბებოდა, ბათუმის "დინამო" თურქეთის ქალაქ ერზრუმში ჩავიდა, სადაც 27 ივლისის ჩათვლით, შეკრება ჰქონდა დაგეგმილი.

ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს, გვიან ღამით დაიწყო. არსებული მონაცემებით, შეტაკებებს 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1400-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

თურქული შეკრების ფარგლებში ბათუმელებს 4 ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი: 17 ივლისს, ანკარის "გენჩლერბირლიგთან", 21-ში - "გიოზტეპესთან",  24-ში კი - "სანლიურფასპორთან". "დინამოს" მეოთხე მეტოქის ვინაობა კი შეკრების მიმდინარეობისას უნდა გაირკვეს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Sportall.ge "დინამოს" პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომლის ცნობით, გუნდი თურქეთში
პრობლემების გარეშე ჩავიდა და ქალაქში, სადაც იმყოფება, სრული სიმშვიდეა. ამჟამინდელი ინფორმაციით, არაფერი შეცვლილა და ბათუმელები რჩებიან ქვეყანაში, თუმცა რამდენად გაიმართება დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ეს ქვეყანაში ვითარებასა და მეტოქე გუნდების ნებაზე იქნება დამოკიდებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული