"ზუგდიდი" თურქეთშია, "ტორპედო" და "კოლხეთი" მაინც იქ გაივლიან შეკრებას!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" და ფოთის "კოლხეთი" თურქეთში დაგეგმილ შეკრებაზე მაინც წავლენ.

თურქეთში შექმნილი ფორსმაჟორული პოლიტიკური ვითარების შემდეგ, უმაღლესი ლიგის გუნდების გამგზავრება, რომლებსაც შეკრება იქ ჰქონდათ დაგეგმილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესდა, თუმცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია.

"ტორპედო" ბოლუში, ხოლო "კოლხეთი" კიზილჯაჰამამში ჩავლენ.

თურქეთის, სამთო-საკურორტო ქალაქ, კარტეპეში უკვე ჩავიდა "ზუგდიდიც", რომელიც ასევე იქ გაივლის შეკრებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული