ბათუმის "დინამო" ერზრუმში სწორედ 15 ივლისს ჩავიდა, როცა თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა დაიწყო. მაგრამ ახლა გუნდში მშვიდად არიან, შეკრება გრძელდება, გუნდი მთიან ქალაქში 27 ივლისამდე მოემზადება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა შეკრებაზე ეს შემადგენლობა წაიყვანა:
მეკარეები: ანატოლი ტიმოფეევი (უკრაინა), რომან ტაკიძე, ლევან შოვნაძე;
მცველები: არჩილ ტვილდიანი, ანზორ
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, ვაკო თევდორაძე, გიორგი ქავთარაძე, პაპუნა ფონიავა, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქუთელია, გეგი კეკუა, ბექა ვარშანიძე, ნიკა კვანტალიანი;
თავდამსხმელები: გუჯა ლობჯანიძე, ბექა ჭკუასელი, ბახტიარ გაბდოლინი (ყაზახეთი).
17 ივლისს ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ხომერიკის გუნდი სუპერლიგის ბინადარ "გენჩლერბირლიგის" დაუპირისპირდა. მე-20 წუთზე მილინკოვიჩის მიერ გატანილი გოლით თურქებმა 1:0 მოიგეს.
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი (77. ქორიძე), მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი (67. გოგიტიძე), გეგეჭკორი (60. თევდორაძე), ქავთარაძე (72. კეკუა), შონია (67. ვარშანიძე), ფონიავა (55. კვანტალიანი), ლობჟანიძე (63. ჭკუასელი).
დაგეგმილია მომდევნო ორი სპარინგიც. 21-სა და 24 ივლისს ბათუმის "დინამო" თურქეთის პირველი ლიგის კლუბებს, შესაბამისად, "გიოზტეფესა" და "შანლიურფასფორს" შეხვდება. მეოთხე მეტოქის ვინაობა ადგილზე გაირკვევა.
* * *
ბათუმელებმა ყაზახური კლუბის, "ატირაუს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი ბახტიარ გაბდოლინი დაიმატეს. 21 წლის თავდამსხმელი 176 სმ სიმაღლისაა. "ატირაუს" დუბლშემადგენლობაში ის 2012 წლიდან გამოდის და 92 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი. ყაზახები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ჯერ ძირითადში ვერ ხვდება. გაბდოლინს თურქული "ალტაი" იწვევდა, მაგრამ საქართველოში წამოსვლა ამჯობინა, ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა და გუნდს შეკრებაზეც გაჰყვა.
ყაზახური საინფორმაციო პორტალის, "სპორტსის" ინფორმაციით, გაბდოლინი "დინამოში" დეკემბრამდე იჯარით ითამაშებს. ცნობისთვის - 2015 წლის ნოემბერში ის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და წლეულს "ატირაუში" აღარ უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"