ტორპედო-სუმგაითი 1:1 - ქუთაისელებმა შეკრება ზავით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ივლისს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოლუში ქუთაისის "ტორპედომ" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილები აზერბაიჯანულ "სუმგაითს" (პრემიერლიგა) შეხვდნენ და 1:1 ითამაშეს.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთით ისარგებლეს: მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული ბურთი კარში ოთარ კვერნაძემ გააგზავნა და ანგარიში გახსნა.

სხვათა შორის, ბოლო ორ საკონტროლო შეხვედრაში კვერნაძემ 5 გოლი გაიტანა.

მალე სხვაობის გაზრდის შანსით ბექა ტუღუშმა ვერ ისარგებლა. მეტოქემ კი ტაიმის ბოლომდე წონასწორობა
აღადგინა და შეხვედრა ასეც დასრულდა.

ისე, მეორე ტაიმში "ტორპედოს"დაწინაურების შესაძლებლობა კიდევ ჰქონდა, თუმცა შოთა ბაბუნაშვილმა და ვახტანგ კვარაცხელიამ მომენტები ვერ გამოიყენეს.

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, კოლინი, გურული, ქიმაძე (65. ბრეგვაძე), ფალავანდიშვილი, მბარგა (59. ენდელაძე), ტუღუში, დოლიძე (72. წილოსანი), კვერნაძე (46. ბაბუნაშვილი), კაპანაძე (59. კვარაცხელია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ დასწყისისთვის არ არის ცუდი შედეგი
giga
11:59 21-07-2016
0
ქუთაისის ტორპედოს დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონატშიც და შემდეგ უეფაზეც. ქუთაისი ქართული ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთის მამოძრავებელი ძალაა (მოტორია). გაიხარეთ ქუთასელებო.
gizog
12:21 21-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული