ლოკომოტივი-ზალაეგერშეგი 0:1 - მარცხი ლუკა ზარანდიასთან ერთად

AutoSharing Option
ავსტრიაში მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" ამხანაგური მატჩი ჩაატარა უნგრეთის მეორე ლიგის კლუბ "ზალაეგერშეგთან" და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მეტოქემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ფოფხაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, ზარანდია, ჩაგელიშვილი, უბილავა, ცხადაძე; შეცვლაზე: კუპატაძე, გავაშელიშვილი, დიასამიძე, კიკაბიძე, ქიქავა, წივწივაძე, მზევაშვილი, მახარაძე, სამურკასოვი, არდაზიშვილი.

ცხადია, "ლოკომოტივის" შემადგენლობაში თვალში მოგხვდებოდათ ლუკა ზარანდია. "ტრანსფერმარკტის" ცნობით, 20 წლის შემტევი ბელგიური "გენკიდან" წამოვიდა და უგუნდოდაა.

როგორც შევიტყვეთ, მას ძველი კლუბი (სადაც ბელგიამდე თამაშობდა) ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება და გუნდთან ერთად ვარჯიშისა და თამაშის
საშუალებას აძლევს. "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა ზარანდიას დამატებას იმედოვნებს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ლოკომოტივი" მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 23 ივლისს, ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ფეთახ-თიკვას "მაკაბისთან" გამართავს, 26-ში თურქულ "ქასიმფაშას" ეთამაშება, ხოლო 29 ივლისს - ასევე თურქულ "ქაისერისფორს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი პერიოდი ზარანდიაზე იმდენს წერდნენ *ასეთი ტალანტი ჯერ არ დაბადებულაო*... და ბოლოს ლოკომოტივში აღმოჩნდა?! "საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ ვითარდება იმიტომ რომ...."და რატომ ვერ გაამართლა ზარანდიამ,ის ხომ ძალიან ახალგაზრდა წავიდა ევროპაში, სადაც პროგრესისთვის ყველა პირობაა????????????
vaxo
15:12 22-07-2016
0
Eს შედეგი ლაკმუსის ქაღალდივითაა და ზუსტად აჩვენებს რა მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში!მიხედეთ ბავშვებს და ობიეQტურად შეაფასეთ რო არ დაიკარგოს ნიჭი და ვიღაც გაზულუქებული მწვრთნელების შვილებით ნუ ტენით გუნდებს!!!
zviad
14:24 22-07-2016
0

სიახლეები პოპულარული