ცხინვალი-სიონი 4:2 - ჯამარაული და ჟვანია ქართულ ფეხბურთს უბრუნდებიან

AutoSharing Option
საწვრთნელ კომპლექს "ბასაზე" საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა - ერთმანეთს უმაღლესი ლიგის გუნდები - "ცხინვალი" და "სიონი" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კახა კაჭარავას გაწვრთნილ "ცხინვალს" დარჩა - 4:2.

მოგებულთაგან თავი ბიძინა მახარობლიძემ, ლაშა ქოჩლაძემ და თამაზ მაქაცარიამ (დუბლი) გამოიჩინეს. მაქაცარია "ცხინვალში" ადრეც თამაშობდა, ახლა კი ყოფილ გუნდში ბათუმის "დინამოდან" მივიდა. საგოლე პასი მიითვალა გუნდის ახალწვეულმა ჯაბა დვალმა.

"სიონის" რიგებში კი ორივე გოლი დავით ვოლკოვის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ ბოლნისურ კლუბს ის თბილისის "დინამოდან" შეუერთდა.

ცხინვალელთა რიგებში ითამაშეს ლუკა ჯამარაულმა, ვინც საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის,
გოჩა ჯამარაულის
ვაჟია, და ლევან ჟვანიამ - ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვაჟა ჟვანიას ძემ.

ცხინვალი (I ტაიმი): ნადირაძე, ცერცვაძე, თომაშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, სულთანიშვილი, ქარდავა, კახელიშვილი, მახარობლიძე, ქოჩლაძე, დვალი; შეცვლაზე: კერესელიძე, კაჭკაჭიშვილი, ფირცხალავა, მაღრაძე, ჯამარაული, ჟვანია, გაბრიჩიძე, მაქაცარია.
სიონი (I ტაიმი): ნანიევი, სვანიძე, თოთაძე, ფოფხაძე, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, სანტოსი, შინდაგორიძე, ჯანელიძე, კვერნაძე, უგულავა; II ტაიმი: ილუშჩენკოვი, თოთაძე, კასრაძე, ხურცილავა, გიორბელიძე, ვასაძე, ჯანელიძე, ზვ. ლობჯანიძე, შინდაგორიძე (ბეჟუაშვილი), ვოლკოვი, სიხარულიძე.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას "სიონი" 22 ივლისს, "სამტრედიასთან" გამართავს, ხოლო "ცხინვალი" 26 ივლისს პირველი ლიგის ბინადარ "მარკ სტარსს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული