თურქული კლუბის ვებგვერდის ცნობით, მატჩის პირველ 15 წუთში გუნდებმა მომენტები ვერ შექმნეს. 25-ე წუთზე ბათუმის "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ქავთარაძემ გატანა მოახერხა, თუმცა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
ამის შემდეგ შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ შემტევებს სიზუსტე აკლდათ. თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. 56-ე წუთზე თორნიკე თარხნიშვილის უძლიერესი დარტყმა თურქთა მეკარემ მოიგერია.
თავის მხრივ, "გიოზთეფეს" კუთხურის შემდეგ ჰქონდა შანსი,
დინამო: ტაკიძე, გეგეჭკორი, ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ფონიავა, შონია, თევდორაძე, ქავთარაძე, ლობჯანიძე; შეცვლაზე: ტიმოფეევი, კეკუა, კვანტალიანი, ჭკუასელი, გაბდოლინი, ქორიძე, ქუთელია, ფოთელიძე, ვარშანიძე, ტვილდიანი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხომერიკის გუნდმა თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი სუპერლიგის ბინადარ "გენჩლერბირლიგთან" 0:1 დათმო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"