ლადომ გაბედა და იქნებ, თქვენც გეცადათ...

AutoSharing Option
როგორ უნდა დაემსგავსოს საქართველოს ჩემპიონატი ჩემპიონატს? რა თქმა უნდა, სხვა ათას ნიუანსთან ერთად, გვჭირდება კვალიფიციური კადრები. კადრები თითქმის ყველგან თითქმის ყველაფერს წყვეტენ და გამონაკლისი არც ქართული ფეხბურთია.

როგორი ფეხბურთელები უნდა დავაბრუნოთ საქართველოს ჩემპიონატში? დავაბრუნოთ თუნდაც იმიტომ, რომ თავდაპირველად ჩვენი ჩემპიონატის დონე მისაღები გახდეს ჩვენთვის მაინც. ჩვენ მაინც მოგვეწონოს პროდუქტი მანამ, სანამ სხვას გავასინჯებთ მის გემოს...

საქართველოს ჩემპიონატს ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა ეროვნული ნაკრების ფორვარდი, 30 წლის ლადო დვალიშვილი. საქართველოდან წასულ დვალიშვილს ტოპ-კლუბებში არ უთამაშია, მაგრამ ისეთ გუნდებში კი გააგორა ბურთი,
ბევრი ქართველი ლეგიონერი რომ ვერც კი იოცნებებს...

ვინ იტყვის, რომ ვარშავის "ლეგია" ქართველი ფეხბურთელისთვის ცუდი გუნდია? ან იმას ვინღა იტყვის, რომ ჰაიფას "მაკაბის" წარმატებაში დვალიშვილის წვლილი მოკრძალებული იყო? ლადოსთან ერთად "მაკაბიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მაშინ დვალიშვილი მინდორზე ებრძოდა ევროპული ფეხბურთის გრანდებს, მათ შორის - "ბაიერნს". და ვინ იტყვის, რომ ეს პატარა გამოცდილებაა?

ვინც "დინამოში" დვალიშვილის თამაშს დააკვირდება, ერთ რამეში უნდა დაგვეთანხმოს: მისი ფეხბურთი როგორღაც განსხვავებულია - მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე იბრძვის. მისთვის თამაში არ იყოფა ეპიზოდებად.

მასზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. მინდვრის მიღმა ის მშვიდი და ძალიან გაწონასწორებულია. ასეთივეა მინდორზეც. სულ ცოტა ხნის წინ გვითხრა - არ ვარ ეგოისტი თავდამსხმელი, ჩემთვის მთავარი გოლის გატანა კი არა, გუნდის წარმატებააო...

არავინ იცის, როგორი იქნება ამ ახალგაზრდული, ძალიან საინტერესო "დინამოს" წლევანდელი სვე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: დვალიშვილი მაგრად მუშაობს გუნდის წარმატებისთვის. მუშაობს როგორღაც არაქართულად, უფრო - ევროპულად. მუშაობს მთელი პროცესის განმავლობაში და არა ამ პროცესის რაღაც ნაწილში.

ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი მინდორზე სწორედ ამას ჰქვია. ფეხბურთელი დეტალებში იცნობა და დვალიშვილის თაობაზე დეტალებში სწორედ ეს იკითხება. დღეს ასეთი თავდამსხმელები მაგრად ფასობენ...

რა თქმა უნდა, ის არ არის არც უნაკლო ფორვარდი და არც ევროპული ფეხბურთის ტოპ-შემტევი, მაგრამ ქართული გუნდისთვის ის კარგი ფეხბურთელია. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე არის, დვალიშვილის დონის ფეხბურთელები უნდა ჩამოვიყვანოთ ქართულ კლუბებში.

ბოლოს და ბოლოს, შეხედავენ ჩვენი ფეხბურთელები, რომ მათზე მეტის და მათზე უკეთ ნათამაშები ფეხბურთელი მათზე მეტს დარბის, მათზე მეტს იბრძვის და ამის შემდეგ ისიც ასევე მოიქცევა. ეგაა, ოღონდ - საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე ამ დონის ფეხბურთელების დათანხმება ჭირს. მათ ევროპაში ურჩევნიათ თამაში...

ჯერ ერთი, იქ ნამდვილი ფეხბურთია. მეორეც - უკეთ იხდიან და მესამე: თუნდაც პოლონეთში, ისრაელსა და კვიპროსში ფეხბურთი მართლა სიამოვნების მომტანი თამაშია და არა - სატანჯველი.

ჩვენში ფეხბურთით სიამოვნებას ვერ იღებენ - ვერც მაყურებელი (დონე არ არის) და ვერც ფეხბურთელები. ზოგს ცხრაჯერ გაკერილი ბუცი აცვია. ასე ფეხბურთით ვერ ისიამოვნებ. ასე ბოლომდე წახდები, როგორც ფეხბურთელი და, იქნებ, პიროვნულ ამბავშიც მოგემატოს ვარამი.

ლადო დვალიშვილმა გადადგა ძალიან კარგი ნაბიჯი და ზედ ევროკამპანიის წინ შეუერთდა მშობლიურ "დინამოს". თუ "დინამოს" დარი პირობები (ან ცოტა ნაკლები მაინც) სხვა ქართულ კლუბებშიც იქნება, ეგებ ჩვენი ლეგიონერები დაბრუნებაზე დაფიქრდნენ...

დაფიქრდნენ მანამ, სანამ რეალურად შეუძლიათ ქართული ფეხბურთისთვის სარგებლობის მოტანა, თორემ, შესაძლოა, მერე გვიან იყოს. ამისთვის კი ქართულ კლუბებს ელემენტარული პირობები სჭირდებათ.

გოლი? ლადო აუცილებლად გაიტანს!

ბიჭებო, ლადომ გაბედა! იქნებ, თქვენც გაგებედათ, სანამ მართლა გვიან არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
როცა ქეცბაია იძახებდა დვალიშვილს მაშინ როგორ ლანძღავდით ქეცბას რატო იძახებსო,თვითონ დინამოს ფანებიც ლანძღავდნენ!!!თურმე ქეცბაია ყველაფერში მართალი ყოფილა
vasiko
24 ივლისი 2016 10:19
0
გაბედა?? თუ სხვა გზს არ ქონდა?? ...
Ss
24 ივლისი 2016 09:28
0
ორ გაცვეთილ ფრაზაზე მაგრა ვხალისობ ხოლმე - ჩვენს ჩემპიონატში ვერ გავიზრდებიო, ყველა ქართველი ფეხბურთელი რომ იძახის და ლეგიონერი თუ ჩამოგყავს, მთელს გუნდს ორი თავით უნდა ჯობდესო )) . მეორეთი დავიწყებ - თავის პოზიციაზე თუ კონკურენტს ჯობნის, ეგეთი ლეგიონერი იკვე ასაყვანია, თუნდაც სხვა 7-8 მოთამაშე ჯობნიდეს გუნდში. და ზრდას რაც შეეხება - დღეს საქართველოს ჩემპიონატში არ მეგულება მოთამაშე, რომელიც აქაურობისთვის გადაზრდილი იყოს. ამათი ლოგიკით მესის დიდი ხნის წინ უნდა დაემთავრებინა თამაში ))
Kote
23 ივლისი 2016 23:38
0
აზრი დიდებულია,მაგრამ თუ ევროპაში არ გავიდნენ,ისე ვერ გაიზრდებიან.დვალიშვილმა იქ მიიღო გამოცდილება და ისწავლა ბოლომდე ბრძოლა.თუ ზაგრებთანაც ასე ითამაშა და თავდადებაში დანარჩენებმაც მიბაძეს,დიდი შანსია მოიგონ იქაც და აქაც.
23 ივლისი 2016 23:18
0
ლადო საუკეთესოა დინამოში, მას უნდა მიბაძონ ბიჭებმა, ასეთი ბრძოლით ზაგრებს კი არა უკეთეს გუნდებს წავაქცევთ. ლადო მადლობა ბრწყინვალე თამაშისათვის, გამარჯვებებს გისურვებ, გაიხარე.
kaxa
23 ივლისი 2016 22:30
0
ქართველ ფეხბურთელებში დღეს აშკარა დეფიციტია ისეთი ფეხბურთელების, რომლებიც ბოლომდე მუშაობენ. შენც შეამჩნევდი ამას. ვეთანხმები ავტორს.
beso 72-s
23 ივლისი 2016 21:48
0
რომ წავიკიტხე ლადო დინამოში დაბრუნდაო, ჩემი და არამარტო ჩემი ბევრი ქართველის პირველი სიტყვა ის იყო ნეტა სხვა ქართველებმაც მიBაძონო.. თუნდაც იგივე რევიშვილი, ძალამიძე, კობაXიძე, არაბიძე, მაკარიძე, "კანკავა"
c
23 ივლისი 2016 21:44
0
ერტადერტი ტავდამსხმელია მსოპლიოსჰი რომელსაც გოლი არ გაუტანია
765
23 ივლისი 2016 21:10
0
კარგი სტატიაა ავტორ მარა,ერთ რამეს ვიტყვი შენ იძახი რო გაბედონ მარა სუ ერთი თვის უკან ლადოს ნაირი ტოპ ფეხბურთელმა გაბედადა წავიდა დილადან ეს მარცვალაძეა,რატო უნდა მომხდარიყო ესე იმიტო რო ფული არარი და რაქნან თორე შირაქს მარტო მოუგებდა თამაშს მარცვალა მაგაში 100% ვარ დარწმუნებული.
fcb
23 ივლისი 2016 20:21
0
გაურკვეველი წარმომავლობის და საფეხბურთო ისტორიის მქონე ლეგიონერებში ფულის გადაყრას ჯობია ქართველები დავაბრუნოთ ვისაც შედარებით მაღალი ლიგის გუნდებში აქვთ ნათამაშები. დიდ პატივს ვცემდი ჩისკოს, ორჯერ გახდა საქართველოს ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, მარა ევროასპარეზზე ვერაფრიტ ვერ გამოიჩინა თავი. თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელი დვალიშვილია ვინც წელს დინამომ დაიმატა.
გიო
23 ივლისი 2016 19:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული