პირველში ზუგდიდელები არაბულ გუნდთან დამარცხდნენ. მცირე ტრავმების გამო ნიკა დაუშვილს, ნიკა ნარმანიასა და გოდერძი მაჩაიძეს არ უთამაშიათ.
"ზუგდიდისა" და "ალ ფეიშალის" შეხვედრა "ქოჯაელისფორის" სტადიონზე გაიმართა. ტაიმის მიწურულს ზუგდიდელ უკანახაზელთა შეუთანხმებლობით არაბმა სალიმ ხაიბარმა ისარგებლა და თავისიანები დააწინაურა. ამის შემდეგ მეტოქის კარის აღებას ცდილობდნენ გურამ სამუშია, საბა ლომია და გიორგი ჭანკოტაძე, მაგრამ უშედეგოდ - მეკარეს
ზუგდიდელთა პრესატაშის, ლაშა გოგილავას ცნობით, არაბები უხეშობდნენ და ერთ ეპიზოდში გიორგი ქანთარია ისე მოცელეს, ფეხბურთელი შესაცვლელი გახდა. მეორე ტაიმში კი მოედანი დროზე ადრე დატოვა შეცვლაზე შესულმა ნიკა ლაშხიამაც.
თამაშის ამ ნაწილში ზუგდიდელთა ერთ-ერთი იერიში ძლიერი დარტყმით დაასრულა დიმიტრი თუთბერიძემ, თუმცა ესეც უშედეგოდ. მალევე, შოთა ლომიას "სტანდარტულისა" და ვაკო ტყემალაძის სახიფათო თავურის შემდეგ, ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.
არაბებმა კი ერთ-ერთი კონტრშეტევა გოლად აქციეს - ზუგდიდელთა კარი მეორედ ფაიდ მინიფიმ აიღო და ქართული გუნდი 0:2 დამარცხდა.
ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია (35. იოსელიანი), ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, ტყემალაძე, ზოზულია, ჭანკოტაძე, წურწუმია, ც. სამუშია, ს. ლომია; შეცვლაზე ითამაშეს: ჯომიდავა, ლაშხია (58. ქირია), კუკავა, შ. ლომია, სიხარულია, თუთბერიძე, აფაქიძე.
შეკრების დასრულებამდე, ზუგდიდელები კიდევ ერთ არაბულ გუნდს, "ალ რიდს" შეხვდებიან, ხოლო მანამდე თურქმენულ "შაგადამს" დაუპირისპირდნენ. ტრავმების გამო თამაში გამოტოვეს თორნიკე ზარქუამ, ვაკო ტყემალაძემ, ნიკა ლაშხიამ, გიორგი ქანთარიამ და გოდერძი მაჩაიძემ.
თურქმენეთის უმაღლესლიგელთან ზუგდიდელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და პირველივე ტაიმშივე მეტოქეს სამჯერ მოუხდა ბურთის ბადიდან გამოტანა. 37-ე წუთზე, გურამ სამუშიამ მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ჭანკოტაძე მოძებნა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
ოთხ წუთში გურამ სამუშიამ თავადაც გაიტანა. ამ შემთხვევაში, ქების ღირსია უკრაინელი ლეგიონერი დმიტრო ზოზულიაც, რომელმაც პარტნიორი შორეული, მოხდენილი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა - 2:0.
მალე კი ლევან წურწუმიასა და ზვიად სიხარულიას მიერ განვითარებული იერიში გივი იოსელიანმა დააგვირგვინა - 3:0.
72-ე წუთზე თურქმენებმა "სტანდარტულიდან" სხვაობა შეამცირეს, თან ეს ლამაზადაც გამოუვიდათ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სხვაობა მინიმუმამდე დავიდა თურქი მსაჯის მიერ დანიშნული საეჭვო პენალტის ხარჯზე. თუმცა "ზუგდიდმა" მაინც მოიგო - 3:2.
ზუგდიდი: დაუშვილი, იოსელიანი, ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, სიხარულია, ზოზულია, წურწუმია, სამუშია, ჭანკოტაძე, ს. ლომია; შეცვლაზე ითამაშეს: ჯომიდავა, აფაქიძე, ნარმანია, ქირია, შ.ლომია, კუკავა, თუთბერიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"