"გაგრა" ამხანაგურ შეხვედრებში ცდილობს იმ ბირთვის შეკვრას, რომელიც დაძაბულ სეზონში მიზნის მიღწევას შეძლებს. ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა საჩხერეში "ჩიხურასთან" გამართეს და 0:3 დამარცხდნენ. თუმცა სტუმრები ასეთ მარცხს არ იმსახურებდნენ, რადგან მე-5 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენეს და მერე ორი კარგი მომენტი გაანიავეს.
ამ მატჩის შემდეგ "გაგრას" რამდენიმე ფეხბურთელი დაემშვიდობა - ნიკა დადიანი, ვაჟა მათიაშვილი, იაროსლავ ვაჟკი და შოთა დავლაშელიძე.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გუნდი 27 ივლისს მუხრანში, კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილ ტყიბულის "მეშახტესთან" გამართავს, 1-ელ აგვისტოს "რუსთავს" ეთამაშება, ხოლო სეზონის დაწყებამდე ბოლო სპარინგს მარტვილის "მერანთან" ჩაატარებს.