ცოტას ჩვენც ვიხმაურებთ - "ზუგდიდს" შესაძლოა სოლიდური სპონსორი გამოუჩნდეს

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ თურქულ შეკრებაზე "ზუგდიდს" ამინდმა გეგმები მესამედ აურია. ჯერ იყო და, თურქმენულ კლუბთან მატჩი ორჯერ ჩაეშალა, ახლა კი საუდის არაბეთის "ალ რიდთან" გუნდებმა ნისლის გამო ბოლო 20 წუთი ვერ ითამაშეს.

შეწყვეტილი მატჩის შემდეგ "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ კომენტარი გააკეთა:

"უამინდობის გამო ერთ-ერთ მეტოქესთან შეხვედრა ორჯერ გადაგვედო. არაბულ კლუბებს ზედიზედ ორი დღე ამიტომაც ვეთამაშეთ. მთლიანობაში, თამაშით, შრომითა და საერთოდ, ჩვენი გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ - თუ არ ჩავთვლით რიგ ეპიზოდებში გარკვეულ შეცდომებს, რაც თამაშის დროს თანამდევია, ფეხბურთელები ზუსტად
ასრულებდნენ დავალებებს", - ამბობს გაბელია.

ზუგდიდელები თურქულ შეკრებას დღეს, მეხუთე ტესტმატჩით დაასრულებენ. გაბელიას გუნდის მეტოქე ადგილობრივი "დერსიმსფორი" იქნება.

აქვე, საინტერესო ინფორმაციაც - შესაძლოა, უახლოეს პერიოდში "ზუგდიდს" სოლიდური სპონსორი გამოუჩნდეს. ამ ამბავს კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ არ ამხელს და როცა დავინტერესდით, პასუხს თავი აარიდეს.

თუმცა კულუარულად შევიტყვეთ, რომ სპონსორთან დაკავშირებით სიახლეებია და თუ საკითხი საბოლოოდ გადაწყდა, ცოტას ჩვენც "ვიხმაურებთო", - ამბობენ ზუგდიდელები.

იმედია, ასეც მოხდება და ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" შემდეგ კერძო სექტორი "ზუგდიდსაც" მიადგება.

დაინტერესების საფუძველი ის არის, რომ კლუბს საკმაოდ დიდი საფეხბურთო რესურსი და საკუთარი ინფრასტრუქტურა გააჩნია - ზედა ეწერის ბაზას მალე განმუხურის სტადიონი დაემატება, ორი ასეთი ობიექტი და პლუს ნიჭიერი ფეხბურთელების აღმზრდელი კლუბი კი ნამდვილად საინტერესოა.

ისტორიულად, ამ ქალაქს ფეხბურთში დიდი პოტენციალი აქვს და კერძო ინვესტორის თანადგომა ამ საქმეს კიდევ უფრო წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თან სეხნია ბრძანდებით! მე კონკრეტული მიზეზის გამო იქ ვერ გამოგექომაგეთ, ასე რომ მგონია რომ ჩემნაირი იქ შეიძლება ბევრიც იყოს, ასე რომ თქვენ გააგრძელეთ აქიურობა facebooki ზე :)
თენგოს
20:15 30-07-2016
0
ეს ამბავი სდღაც სამი დღის უკან დავწერე ზუგდიდის გვერდზე,მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია,და აი კრიტიკულს რომ დაწეერ?დაგესევიან ბუზებივით.
თენგო
10:41 30-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული