ესქიშეჰირი-ტორპედო 1:1 - ფრე თურქებთან და შინ გასტუმრებული ჰოლანდიელი ლეგიონერი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი იქაური სუპერლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ესქიშეჰირსფორთან" (სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარში თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა) "ფენერბაჰჩეს" ბაზაზე გამართა.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, "ანტალიასთან" მძიმე მატჩიდან ორი დღის შემდეგ ტორპედოელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს, რაც სასტარტო შემადგენლობის თამაშს დაეტყო და პირველ ტაიმში თურქები უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ტორპედოელთა დაცვა შეცდა და გაბონელმა ალექს მეიე ნდონგმა ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ ისევ თურქები უტევდნენ, ქუთაისელებმა კი თამაშის გამოსწორება და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა მხოლოდ 20
წუთის შემდეგ შეძლეს. გოლების გატანა შეეძლოთ თორნიკე კაპანაძეს, გიორგი გურულს, გუგა ფალავანდიშვილს. ამ უკანასკნელის დარტყმულის შემდეგ თურქები ბელგიელმა მეკარე რუდ ბოფინმა იხსნა.

მეორე ნახევარში თურქები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ქუთაისელები თავს კარგად იცავდნენ და როგორც კი შესაძლებლობა ეძლეოდათ, სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. შანსები ჰქონდათ ანრი ჭიჭინაძეს, ვანო წილოსანს...

ტორპედოელებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაათანაბრეს - მარცხენა ფლანგიდან ავთო ენდელაძემ შეტევა მარჯვნივ წილოსანს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში ოთარ კვერნაძე მონახა, რომელსაც მიზანმა არ უმტყუნა - 1:1.

ტორპედო:
ქვილითაია, ტაბატაძე (46. ბენაშვილი), კოლინი (46. ნერგაძე), გურული (46. ჭიჭინაძე), ტუღუში (70. საღრიშვილი), მამასახლისი (46. ენდელაძე), ფალავანდიშვილი (70. გავაშელიშვილი), დოლიძე (46. წილოსანი), ბაბუნაშვილი (46. კვერნაძე), ქიმაძე (46. ბრეგვაძე), კაპანაძე (46. ვ. კვარაცხელია).

"ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბმა სინჯებზე მყოფი ორი უცხოელი შინ გაისტუმრა: ერთი-ერთი ფრანგი ფრანკ მბარგაა, რომელზეც უკვე ვწერდით, ხოლო მეორე - მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი ისამ ელ ჰანკი. "ესქიშეჰირთან" სპარინგით ტორპედოელთა ორკვირიანი უცხოური შეკრება დასრულდა და გუნდი სამშობლოში გამოემგზავრა. ფეხბურთელები ორ დღეს დაისვენებენ და ვარჯიშს 2 აგვისტოდან განაახლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან ცუდი რომ უკან გააბრუნეს,ეს ნიშნავს რომ ცუდ ფეხბურთელებს სთავაზობდნენ.ის კოლინი კარგი რომაა დაიტოვენ,მჭვრთნელის საქმეა გუნდის მომზადება სელექციის წარმართვა სხვა ხალხის რომლებიც ძალიან ცუდად მუშაობენ.დიდი ნაწილი ფეხბურთელების ადგილზე დახვდათ,ნაწილი ჟორჟიკაშვილმა მოიყვანა,მხოლოდ კოლინი ჩამოიყვანა გახოკიძემ,ძალიან ცუდი სელექციონერები დაიყენეს ყენიას ცქიტიშვილის სახით,ესენი ამ პრეზიდენტს დაღუპავენ..
giorgi
23:47 01-08-2016
0
კოტე, ეგ სხვა ჰოლანდიელია, თავდამსხმელი. რაც შეეხება იმ ჰოლანდიელს რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა იგი ცენტრალური მცველია, იურგენ კოლინი და არსადაც წასულა გუნდშია! მე სულ სხვა რამ მაინტერესებს, ამ ხალხს გახოკიძე აგზავნის რომელზედაც ამბობენ,რომ უეფას აგენტი და ძლიერი პროფესიონალიაო, მაგრამ სად ჩანს მისი პროფესიონალიზმი როდესც ორი ფეხბურთელი ისე მიუბრუნეს თითო ტაიმის მეტი რომ არ უთამაშნიათ!!!
გიორგი
21:02 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული