ფორვარდი პრიმერას გამოცდილებით - სანტიაგო ხარა კოლადო "საბურთალოსთვის" გაიტანს

AutoSharing Option
დედაქალაქურმა "საბურთალომ" ძალიან კარგი ტრანსფერი "გაჩარხა". პაბლო ფრანკო მარტინის გაწვრთნილი გუნდის ღირსებას დაიცავს 25 წლის შემტევი სანტიაგო ხარა კოლადო, ვინც ბოლოს "ალბასეტეში" თამაშობდა, მანამდე კი (2013-15) ხიხონის "სპორტინგში" იყო და ამ გუნდთან ერთად არაერთხელ უთამაშია ესპანურ პრიმერა დივიზიონში.

უფრო ადრე სანტიანგო ხარა "ალმანსას" ფეხბურთელი იყო, შემდეგ ის აიყვანეს "სპორტინგის" დუბლშემადგენლობაში, საიდანაც შეუერთდა ხიხონელთა ძირითად გუნდს, რომლის შემადგენლობაში 61 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ესპანელმა "საბურთალოსთან" წლის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეები კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე იმსჯელებენ.

ახალწვეულმა
გუშინ საღამოს პირველად ივარჯიშა "საბურთალოს" შემადგენლობაში, მანამდე კი კლუბის ოფიციალურ საიტთან მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ამ დროისთვის რაც მოვასწარი, თანაგუნდელების გაცნობა იყო. ისინი ძალიან თბილად შემხვდნენ. მჯერა, ადაპტაციას მალე გავივლი. საქმეს გამიმარტივებს ისიც, რომ დედაქალაქურ კლუბში ორი ჩემი თანამემამულე თამაშობს, მთავარი მწვრთნელიც ესპანელია. იმედი მაქვს, "საბურთალოს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ნუ იტყუებით იმას რო სპორტინგში პრიმერა დივიზიონში ითამაშა 2012-2013 2013-2014 2014-2015 წლები სეგუნდა დივიზიონში გაატარა რა დროსაც ეს ჩვენი ახალწვეული თამაშობდა ასე რომ სიმართლე დაწერეთ სეგუნდა ლიგის ფეხბურთელიც მაღალი დონისაა უმაღლესი ლიგისთვის )))
giorgi
12:40 04-08-2016
0

სიახლეები პოპულარული