აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თბილისური გუნდის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ გელაშვილი თბილისის "დინამოში" ამ წლის ზამთარს კვიპროსული "პაფოსიდან" გადაბარგდა.
30 წლის გელაშვილი კარიერის მანძილზე "ვიტ ჯორჯიის", "კახეთის", "ზესტაფონის", "ბოხუმის", "ყარაბახის", "ფლამურტარის" და "პაფოსის" ღირსებას იცავდა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ფორვარდი კარიერას. უცნობია ისიც, აპირებს თუ არა "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფამდე ფორვარდის დამატებას. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფში თბილისელთა მეტოქე ბერძნული პაოკ-ი იქნება.